ზუბუნი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზუბუნი.png

ზუბუნი, მამაკაცის მოკლე ახალუხი. ზ. გრეხილითა და საოლველით (არშიით) იყო გაწყობილი, საყელო და საგულე მოქარგული ჰქონდა. იკვრებოდა ლითონის ან ძაფის ღილებით, ან დედალ-მამალი ხრიკით. საზაფხულო ზ. მეტწილად უსახელო იყო, საზამთრო – სახელოებიანი და დაბამბული. გავრცელებული იყო გურიაში, აჭარაში, მესხეთ-ჯავახეთში, ლაზეთსა და, ნაწილობრივ, სამეგრელოშიც (აჭარაში ზ-ს ქალის ხიფთანსაც უწოდებდნენ). ლიტ.: ციციშვილი ი., მასალები ქართული ჩაცმულობის ისტორიისათვის, თბ., 1954. ც. ბეზარაშვილი.