ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, დაარსდა 1991 წ. 3 დეკემბერს. ზ. დ. უ-მა 2004 მიიღო პირველი ინსტიტუციური აკრედიტაცია, 2006 კი – მეორე; 2007 წ. 30 ოქტ. განათლების ეროვნ. ცენტრის უმაღლესი საგანმან. დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ზ. დ. უ-ის კონტინგენტი განისაზღვრა 770 სტუდენტით; 2008 წ. 10 ნოემბერს – 1137 სტუდენტით, ხოლო 2010 წ. 12 იანვარს – 1828 სტუდენტით. უნ-ტის დაფინანსების წყაროებია სტუდენტთა სახელმწ. გრანტები და კერძო შემოწირულობები. ზ. დ. უ-ში არის დღის სწავლების სამსაფეხურიანი სისტემა: ბაკალავრიატში – 4 წელი (240 კრედიტ-საათი), მაგისტრატურაში – 2 წელი (120 კრედიტ-საათი), დოქტორანტურაში – 3 წელი (180 კრედიტ-საათი); უნ-ტი იძლევა ერთსაფეხურიან სამედ. განათლებას – 5 წელი (300 კრედიტ-საათი); მოქმედებს უმაღლესი პროფ. საგანმან. პროგრამები, სწავლების ხანგრძლივობა – 2 წელი (140 კრედიტ-საათი). ზ. დ. უ-ში ფუნქციონირებს: ჯანდაცვის, ჰუმანიტარული, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკ-ტები; ქიმიისა და ფარმაციის, სტომატოლოგიის, ზოგადსამედიცინო, ენებისა და ლიტ-რის, ზოგადეკონომიკური დისციპლინების და სამართალმცოდნეობის კათედრები. ზ. დ. უ-ს აქვს 3 კეთილმოწყობილი 5-სართულიანი სასწ. კორპუსი (საერთო ფართობი – 9457 კვ.მ); სტომატოლოგიური კლინიკა. 2014 წ. 1 იანვრისთვის ზ. დ. უ-ში სწავლობდა 1800 სტუდენტი, რ-ებიც აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივ და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარებულ სამეცნ. კონფერენციებში. უნ-ტს აქვს ბ-კა, რ-ის წიგნადი ფონდი შეადგენს 14 ათ. დაცვით ერთეულს, მ. შ. სახელმძღვანელო 12676 ერთეულია. 2005-იდან უნ-ტი გამოსცემს შრომათა კრებულებს. ფ. შენგელია. გ. ხვიტია.