ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი.png

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), შავი ზღვის სანაპიროზე. აღმ-ით ესაზღვრება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, დას-ით – შავი ზღვა, ჩრდ.-დას-ით – გალის, ჩრდ-ით – წალენჯიხის, სამხრ-ით და სამხრ.-აღმ-ით – ხობის მუნიციპალიტეტები. ფართ. 682,1 კმ2. მოსახლ. 167,8 ათ. კაცი (2002). ცენტრი – ქ. ზუგდიდი. ზ. მ-ში არის 1 ქალაქი, 58 სოფელი, 30 თემი: აბასთუმნის, ანაკლიის, ახალი აბასთუმნის, ახალკახათის, ახალსოფლის, განარჯიის მუხურის, გრიგოლიშის, დარჩელის, დიდი ნეძის, ერგეტის, ინგირის, კახათის, კოკის, კორცხელის, ნარაზენის, ოდიშის, ორსანტიის, ორულუს, ოქტომბრის, რიყის, რუხის, ურთის, ყულიშკარის, შამგონის, ჩხორიის, ცაიშის, ჭაქვინჯის, ჭითაწყარის, ჭკადუაშის, ჯიხასკარის.