ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი შ. მესხიას სახელობისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ). დაარსდა 2007 წ. 13 ივლისს საქართვ. მთავრობის დადგენილებით (#145) თსუ-ის ზუგდიდის ფილიალის ბაზაზე, რ-საც შეუერთდა სსიპ ზუგდიდის პროფ. ლიცეუმი და სენაკის აგრ.-ეკონ. კოლეჯი. საქართვ. მთავრობის 2008 წ. 15 მაისის დადგენილებით (#122) ზუგდიდის უმაღლეს საგანმან. დაწესებულებას ეწოდა შ. მესხიას სახ. ზუგდიდის სახელმწ. ინ-ტი, ხოლო საქართვ. მთავრობის 2009 წ. 9 ოქტ. დადგენილებით (#182) – ზ.ს.ს.უ. უნ-ტის დაფინანსების ძირითადი წყაროებია: სახელმწ. სასწ. გრანტი, სოც. დახმარება, სპეცსახსრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწ. სამეცნ. გრანტები. უნ-ტში მოქმედებს დღის სწავლების (დასწრებული) ფორმა, საბაკალავრო, სამაგისტრო, სახელობო და უმაღლესი პროფ. პროგრამები. უნ-ტს ჰყავს რექტორი, აკად. საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, ადმინისტრაცია, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. თსსუ-ში არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის, ჯანდაცვის, აგრ. (მდებარეობს სენაკში) ფაკ-ტები. ფუნქციონირებს საბაკალავრო (ქართ. ენა და ლიტ-რა, ისტორია, ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა, სამართალმცოდნეობა, ფარმაცია), სამაგისტრო (ბიზნესის ადმინისტრირება, ქართ. ლიტ-რა, საქართვ. ისტორია), აგრეთვე პროფ. უმაღლესი საგანმან. [საბანკო საქმე, სოფლის მეურნ. სპეციალისტი (აგრ. მენეჯერი); ვეტერინარის თანაშემწე, ფარმაცევტის თანაშემწე, ზოგადი პროფილის ექთანი] პროგრამები. უნ-ტს აქვს ორი სასწ. კორპუსი, სასწ. სახელოსნო, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, მასწავლებელთა სახლი, სპორტდარბაზი, აგრ. მეურნეობა და ბ-კა. უნ-ტში ფუნქციონირებს ფარმაციის ლაბორატორია, უცხო ენათა შემსწავლელი ცენტრი, 4 კომპიუტერული ლაბორატორია, სტუდენტთა სამეცნ. წრე, ქართ. ქორეოგრაფიული ცეკვის ანსამბლი, თანამედროვე ცეკვების სტუდია, თეატრ. დასი, ფეხბურთისა და კალათბურთის გუნდები, ლიტერატორთა წრე, შემოქმედ სტუდენტთა კლუბი. გამოსცემს შრომათა კრებულს (2007-იდან). უნ-ტს გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-თან. ბ. მოსია.