ზუთხი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზუთხი.png

ზუთხი (Acipenser), თევზების გვარი ზუთხისებრთა ოჯახისა. ზოგი მტკნარი წყლის ბინადარია, ზოგიც – ზღვაში გამსვლელი. ქვირითს მხოლოდ მტკნარ წყლებში ყრის. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6–16 წლამდე. გავრცელებულია ევროპის, ჩრდ. აზიის და ჩრდ. ამერიკის წყლებში. აერთიანებს 16 სახეობას, რ-თაგან საქართველოში (შავი ზღვა) ბინადრობს 7 სახეობა: ფორონჯი, ატლანტური ზუთხი (A. sturio linnaeus, 1758); ფორეჯი, ჯარღალა ((A. nudirentris levetsky, 1828); ტარაღანა (A. stellatus Pallas, 1771); რუსული ზუთხი ((A. güldenstädti, Brandt et Rotzeuburg, 1833); კოლხური ზუთხი, თართი (A. colchicus, V. Mart, 1940); სპარსული ზუთხი (A. Borodin, 1897); სვია (Huso huse, Linnaeus, 1758). ამ ძვირფასი თევზის, ჯიშებისაგან მზადდება ზურგიელი, დოში, შავი ხიზილალა, კონსერვები და სხვ. მათი მარაგი ძლიერ შემცირებულია სხვადასხვა მავნე ფაქტორის გავლენით, ძირითადად კი ჭარბჭერის გამო. ზოგიერთი მათგანი შეტანილია წითელ წიგნებში, წითელ ნუსხაში, ბერნის კონვენციის (დაცული ფაუნა) I-II-III და CITESI-ის I, II დანართებში. ტარდება ღონისძიებები ზ-ის მოსამრავლებლად. ნ. ნინუა. მ. დემეტრაშვილი.