ზუთხისებრნი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზუთხისებრნი (Acipenseridae Bonaparte, 1831), თევზების ოჯახი, მიეკუთვნება ზუთხისნაირების რიგს (Acipenseriformes), რ-შიც შედის გადაშენებული – Chondrosteidae, ნიჩაბცხვირიანები (Polyodontidae) და ზუთხისებრნი (Acipenseridae). ზ-თა ოჯახის 26 სახეობა გაერთიანებულია 4 გვარში: სვია, ზუთხი, ნიჩაბცხვირიანები და ცრუ ნიჩაბცხვირიანები. ზუთხების გვარში 16 სახეობაა, რ-ებიც ბინადრობენ შავ ზღვაში (7); აზოვის ზღვაში (4); კასპიის ზღვაში (7) და შორეულ აღმოსავლეთში (2). ზ. გამსვლელი თევზები არიან, ქვირითის დასაყრელად მდინარეებში შედიან. ზოგიერთი სახეობა ბინადრობს როგორც მტკნარ წყალში, ასევე ზღვაში. ნ. ნინუა.