ზუმბულიძე ბაგრატ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზუმბულიძე ბაგრატ (ბორის) ზაქარიას ძე (7.VII. 1905, გორი, – 2.XI.2000, თბილისი), საბჭოთა კავშირის გმირი (2.VII. 1945), პოლკოვნიკი (1946). 1935 დაამთავრა სევასტოპოლის სამხ.-საჰაერო სასწავლებელი. 1937 დაინიშნა მძიმე ბომბდამშენთა რაზმის უფროსად. II მსოფლ. ომის (1939–45) დროს მეთაურობდა მძიმე ბომბდამშენთა საავიაციო პოლკს. იბრძოდა უკრაინის IV, ბალტიისპირეთის I, ბელორუსიის III და სხვა ფრონტებზე. ზემლანდის (გერმანია) ნ.-კ-თვის ბრძოლაში პოლკის ხელმძღვანელობისა და მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. ომის შემდეგ მსახურობდა სამოქალაქო ავიაციაში. ზ-ს მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები. ტ. ჩინჩილაკაშვილი.