ზუმბულიძე იაკობ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზუმბულიძე იაკობ მიხეილის ძე (XVIII ს. 20-იანი წლები, რუსეთი, – 1800, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1781). ზ-მ სამხ. სამსახური დაიწყო 1756. მონაწილეობდა შვიდწლიან ომში (1756–63), თავი გამოიჩინა კოლბერგთან ბრძოლაში (1761). რუსეთ-ოსმალეთის ომში (1768–74) გამოჩენილი მამაცობისათვის 1770 წ. 1 ნოემბერს დაჯილდოვდა წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით. 1781–93 იყო ორენბურგის ობერკომენდანტი. 1796 სამხ. სამსახურიდან გადადგა. ლ. დოლიძე.