ზურაბიშვილი ვალერიან

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზურაბიშვილი ვალერიან სოლომონის ძე (25. X. 1917, სოფ. შემოქმედი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 29. XII. 2006, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1996), საქართვ. დამს. ეკონომისტი (1967). 1939 დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი. 1947–86 მუშაობდა სსრკ-ის სახელმწ. კონტროლის სამინისტრო სისტემაში და საქართვ. ფინანსთა სამინისტროს ცენტრ. აპარატში სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. ეწეოდა სამეცნ.-პედ. საქმიანობას თსუ-ში (1961–86), საქართვ. მეცნ. და ტექ. სახელმწ. კომიტეტთან არსებულ სახ. მეურნეობის მართვის ინ-ტში (1986–91), ფინანსებისა და სტატისტ. ინ-ტში (1991–94). 1994–2003 იყო ეკონ. და სოც. პრობლემების სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ფინანსების, ფულის მიმოქცევისა და კრედიტის განყ-ბის გამგე, 2004–06 – ამავე ინ-ტის მთ. მეცნ. თანამშრომელი. ზ. მრავალი სამეცნ. შრომის ავტორია. მისი კვლევის საგანია ფინანსების და სამეურნეო საქმიანობის ეკონ. ანალიზის საკითხები. აღსანიშნავია ზ-ის ღვაწლი ეკონ. და საფინანსო-საკრედიტო ტერმინოლოგიის შემუშავებაში. გამოცემული აქვს მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1977–87 იყო თბილ. სახ. დეპუტატთა საქალაქო საბჭოს მრავალი მოწვევის დეპუტატი. მიღებული აქვს საბრძოლო და სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998). თხზ.: მშენებლობის ეკონომიკური ანალიზი, თბ., 1990; საწარმოთა საბრუნავი საშუალებები, თბ., 1993; საქართველოს საბიუჯეტო სისტემა საბაზრო ეკონომიკის ფორმირების პერიოდში, თბ., 2005; საქართველოს საფინანსო პოლიტიკა საბაზრო ეკონომიკის ფორმირების პერიოდში, თბ., 2006.