ზურაბიშვილი ირაკლი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ი ზურაბიშვილი 1918-91.png


ზურაბიშვილი ირაკლი ივანეს ძე (23. V. 1918, თელავი, – 27. IX. 1991, თბილისი), მეცნიერი სამთო დარგში. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1983). ტექ. მეცნ. დოქტორი (1966), პროფესორი (1968), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979). 1941 დაამთავრა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტი. 1957–73 იყო საქართვ. მეცნ. აკად. გ. წულუკიძის სახ. სამთო მექანიკის ინ-ტის სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების ლაბორ. გამგე, 1973–80 – ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე, 1980–87 – დირექტორი, 1955-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას სპი-ში. ზ-ის ძირითადი შრომები ეხება მანგანუმის საბადოების მიწისქვეშა დამუშავების საკითხებს, მადნეული საბადოების დამუშავების ოპტიმალური პარამეტრების დადგენის მეთოდებსა და სხვ. მან ჩამოაყალიბა ფენობრივი ტიპის საბადოების დამუშავების მეცნ. საფუძვლები. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა, მ. შ. 8 მონოგრაფიის. არის საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1973). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თხზ.: Технология подземной разработки рудных месторождений, М., 1976; Разработка марганцеворудных месторождений, М., 1987 (თანაავტ.: В. А. Каландадзе, А. Ф. Кикабидзе).