ზურაბიშვილი მიხეილ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზურაბიშვილი მიხეილ ნიკოლოზის ძე (1868, თბილისი, – XX ს. I ნახ.), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1916). დაამთავრა თბილ. კადეტთა კორპუსი, მიხეილის საარტ. სასწავლებელი და მიხეილის საარტ. აკადემია (I თანრიგით, 1894). 1886-იდან მსახურობდა ჯარში. 1907 დაინიშნა ლუგანსკის სავაზნე ქარხნის უფროსად. 1906 მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1907–09 იმყოფებოდა თადარიგში. 1916-იდან იყო ლუგანსკის სავაზნე ქ-ნის უფროსის თანაშემწე ტექ. დარგში. დაჯილდოებულია წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. ლიტ.: ქართლ-კახეთის თავადები და აზნაურები, თბ., 2005. მ. გოგიტიძე.