ზურაბიშვილი სალომე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ს ზურაბიშვილი.png

ზურაბიშვილი სალომე ლევანის ასული (დ. 18. III. 1952, პარიზი), დიპლომატი, იტალიის რესპუბლიკის ღირსების ორდენის კავალერი (1977), საფრანგეთის რესპუბლიკის ღირსების ეროვნული ორდენის ოფიცერი (1996) და საფრანგეთის რესპ. საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი (2004), საფრანგეთის პოლიტ. მეცნ. ინ-ტის პროფესორი (2006). 1973 დაამთავრა პარიზის პოლიტ. მეცნ. ინ-ტი, კოლუმბიის უნ-ტი (ნიუ-იორკი, 1973). 1974-იდან მუშაობდა სხვადასხვა დიპლ. თანამდებობებზე, როგორც საფრანგეთში, ასევე აშშ-ში, იტალიაში, ავსტრიაში, ჩადის რესპუბლიკაში, ბელგიაში. იყო ეროვნ. თავდაცვის გენ. სამდივნოს საერთაშ. და სტრატეგიულ საკითხთა ხელმძღვანელი (პარიზი, 2001–03), საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში (2003–04), საქართვ. საგარეო საქმეთა მინისტრი (2004–05), ზ. არის “სალომე ზურაბიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის” (2005), ხოლო 2006-იდან – პოლიტ. გაერთიანება “საქართველოს გზის” ლიდერი. თხზ.: საქართველოსკენ, თბ., 2006; Que sais­je: La Géorgie, P., 1986; Une famme pour deux pays, P., 2006; Quelles frontières pour l’Europe, P., 2007; Les cicatrices des Nations, P., 2008.