ზურგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზურგი, მასისა და მოცულობის საწყაო. მოხსენიებულია XV–XVI სს. ქართ. ისტ. წყაროებში. იხმარებოდა თივის, ფეტვის, კანაფის, სელის და ღვინის საზომად. იყენებდნენ XVII და XIX სს-შიც. იგი გულისხმობდა ისეთი სიმძიმის ტვირთს, რ-ის მოკიდება შეეძლო ერთ ადამიანს. საშუალოდ ზ. 32 კგ უდრიდა. ლიტ.: ჯაფარიძე გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX–XIX სს.), თბ., 1973.