ზურგიანი კოშკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზურგიანი კოშკი, კოშკის ერთ-ერთი სახე, რომლისთვისაც დამახასიათებელია მომრგვალებული უკანა მხარე – “ზურგი” და ჩვეულებრივი, ოთხკუთხა მოხაზულობის წინა მხარე. პირველად ყურადღება მიაქცია პ. ზაქარაიამ. გვხვდება შიდა ქართლის ხეობათა ზემო წელზე, მთაში, მდ-ების: ქსნის (უკანუბანი, ქარჩოხი, წინკიბე, ალავერდი), რეხულის (ქოროღო), მეჯუდის (ბიყარი), პატარა ლიახვის (სიათა, ვანათი), სკრის (კოშკები) ხეობებში. განსაკუთრებით გავრცელებულია მთიულეთსა და ხევში ხადას (ქოროღოს, იუხოს, ცეცხლისჯვრის, კაიშაურის, ქალაქეთისა და სხვ. კოშკები), არაგვის (ჟინვალი, ზემო მლეთა), თერგის (გერგეტი და ხურთისი) ხეობებში. ზ. კ-ის ქრონოლოგია დროის დიდ მონაკვეთს მოიცავს. ზოგი მათგანი ადრინდელსა და განვითარებულ შუა საუკუნეებსაც მიეკუთვნება.