ზურგისძვალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზურგისძვალი, მთა ყვარლის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ. დურუჯის (ალაზნის მარცხ. შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე 2768 . აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ზ-ის ჩრდ., სამხრ. და დას. კალთები ციცაბოა, აღმ. – დამრეცი. მდ. შავი დურუჯისაკენ (დურუჯის ერთ-ერთი სათავე) მიმართული კალთა გაშიშვლებულია, დანარჩენი შემოსილია სუბალპ. და ალპ. მდელოებით. გ. ჩანგაშვილი.