ზურებიანი გოჯი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გ ზურებიანი.png

ზურებიანი გოჯი ნარიმანის ძე (1906, მულახი, ახლანდ. მესტიის მუნიციპალიტეტი, – 1975, იქვე), ალპინისტი, მეგზური, მთამსვლელობის ინსტრუქტორი. სსრკ-ის სპორტის დამს. ოსტატი. სსრკ-ში პირველმა განახორციელა ჯგუფთან ერთად კედლოვანი ასვლა სამხრეთ უშბაზე (1937). მონაწილეობდა ა. ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ მცირე (ლეხზირი – ულუყარა) და დიდ (წურუნგალა – აილამა – შხარა) ტრავერსებში (1940), ი. მარის ხელმძღვანელობით უშბაზე და რამდენიმე უსახელო მწვერვალზე ჩატარებულ ექსპედიციებში (1946–47), ტრავერსში შხელდაზე (1949). იყო სსრკ-ის ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1950, შხელდა–უშბა). ლიტ.: კავკასიონზე (კრებული), შემდგ. დ. ფურცელაძე, რედ. ნ. კეცხოველი, თბ., 1959.