ზურნა, 1. კარიკატურებიანი საოხუნჯო ალმანახი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ზურნა”, 1. კარიკატურებიანი საოხუნჯო ალმანახი. გამოდიოდა თბილისში 1908 (რედაქტორი – ა. წერეთელი, გამომცემელი – დ. აბდუშელი). გამოვიდა 3 რვაგვერდიანი ნაკვეთი უთარიღოდ. 2. კარიკატურებიანი სატირულ-იუმორისტული ყოველდღიური ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1912 (გამომცემელი – მ. ლელაშვილი). კარიკატურები ეკუთვნით ო. შმერლინგსა და სატურნს. გამოვიდა 3 რვაგვერდიანი ნომერი. “ზ-ის” გაგრძელება იყო ჟურნ. “შურდული”.