ზუტნერი (შუტტნერ) ბერტა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბ ზუტნერი.png

ზუტნერი ((Suttner) ბერტა ფონ (ქალიშვილობაში – გრაფინია კინსკი, Kinsky) (9.VI.1843, პრაღა, – 21.VI.1914, ვენა), ავსტრიელი მწერალი ქალი. ევროპაში სახელი გაითქვა პაციფისტური რომანით “ძირს იარაღი!” (1889). 1905 მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია. 1876–85 მეუღლესთან, ა. ზუტნერთან ერთად ცხოვრობდა საქართველოში სამეგრელოს დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანთან, რ-საც ჯერ კიდევ პარიზში ყოფნისას დაუახლოვდა. ზ-ის ლიტ. მემკვიდრეობა შეიცავს ბელეტრისტულ, პუბლიც., კრიტ. და ისტ. ხასიათის ნარკვევებს. მისი წიგნი “მემუარები” (1909), რ-შიც ვრცელი თავი მთლიანად ეძღვნება საქართველოს, ჩვენთვის მრავალმხრივ საინტერესოა. აღსანიშნავია, რომ ცოლ-ქმარს, ბერტა ზ-ის ცნობით, უთარგმნიათ “ვეფხისტყაოსანი” გერმ. და ფრანგ. ენებზე, მაგრამ ხელნაწერი მიუკვლეველია. სავარაუდოა, რომ ინახება მათ არქივში. თხზ.: ქართველებთან და საქართველოში, ნ. კაკაბაძის თარგმანი და გამოც., თბ., 1999. ლიტ.: კაკაბაძე ნ., რუხაძე ნ., ბერტა ფონ ზუტნერის მოგონებები საქართველოზე, «ცისკარი», 1962, #5; მათივე, კავკასია და საქართველო გერმანულ ლიტერატურაში, თბ., 1963. ნ. კაკაბაძე.