ზუხბა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მ ზუხბა.png


ზუხბა მინადორა ივანეს ასული [6(19).XI.1909, სოფ. ღუმურიში, ახლანდ. გალის მუნიციპალიტეტი, – 1998, სოხუმი], აფხაზი მსახიობი. საქართვ. (1958) და აფხ. (1960) სახ. არტისტი. სასცენო მოღვაწეობას ეწევოდა 1935-იდან, აფხაზეთის ს. ჭანბას სახ. დრამ. თეატრში (სოხუმი). 1939 დაამთავრა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრთან არსებული თეატრ. სტუდია (აფხ. სექტორი). იყო ა. ხორავასა და ა. ვასაძის მოწაფე. ზ-ს სცენური შემოქმედება გამოირჩეოდა სიწრფელით, ტემპერამენტით, გარდასახვის უნარითა და მაღალი პროფ. კულტურით. წარმატებით ასახიერებდა სახასიათო, კომედიურ და ტრაგიკულ როლებს, რ-თა შორის მნიშვნელოვანია: გუნდა (შ. ფაჩალიას “გუნდა”), სოფი (მ. შავლოხოვის “საქმრო”), ხანუმა (ა. ცაგარლის “ხანუმა”), დედა (კ. აგუმაას “დიდი მიწა”), ზიზა, კარამსადა (შ. ფაჩალიას “დიდი ქორწილი”, “სოლუმანი”), სოფიო (მ. გორკის “უკანასკნელნი”), შასია (მ. ლაკერბაის “დანაყაი”), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის “ღალატი”), მედეა (ევრიპიდეს “მედეა”) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. შ. ცუცქირიძე.