ზუხბაია ვალერიან

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზუხბაია ვალერიან ავქსენტის ძე (9.IV.1914, წალენჯიხა, –27.V.2011, თბილისი), გეოლოგი. აფხაზეთის რეგიონული მეცნ. აკად. წევრი (1995), საქართვ. უმაღლესი სკოლის დამს. მუშაკი (1992), პროფესორი (1992). 1945 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი. 1946–51 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის აფხ. ასსრ-ის საწარმოო ძალთა შემსწავლელ სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1951-იდან მუშაობდა სოხუმის პედ. ინ-ტში (საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის დეკანი, გეოგრ. კათედრის გამგე), 1954–59 – ქუთაისის პედ. ინ-ტში, 1959 – 93 – საქართველოს სუბტროპ. მეურნეობის ინ-ტში, 1993–2005 – საქართვ. მეცნ. აკად. ა. ჯანელიძის სახ. გეოლ. ინ-ტში (წამყვანი მეცნ. თანამშრომელი) და თსუ-ის სოხუმის ფილიალში (პროფესორი). ზ. ავტორია უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოებისა (მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მოკლე კურსი; ზოგადი გეოლ. პრაქტიკუმი; ზოგადი გეოლოგია; მხარეთმცოდნეობა); გამოიკვლია და დაადგინა 4000-მდე აფხ. ტოპონიმი, შეისწავლა ქვის კულტ. ისტორია საქართველოში, ძვირფასი ქვები “ვეფხისტყაოსანში” და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2002), ივ. ჯავახიშვილისა და ა. ჯანელიძის მედლებით. თხზ.: რას გვიამბობს საქართველოს მიწა, თბ., 1959; საქართველოს დეკორატიული და ფერადი ქვები, თბ., 1974; ქართლის ცხოვრების ქვის ფურცლები, თბ., 1975; ძვირფასი და ტექნიკური ქვები, თბ., 1980; ქართული ოქრო, თბ., 1995; სოხუმი, თბ., 1997; აფხაზეთო ჩემო, თბ., 1998; ბუნება “ვეფხისტყაოსანში”, თბ., 1999; ანაკოფია – ახალი ათონი, თბ., 2001; გალის რაიონის ბუნება, ისტორია, სახალხო მეურნეობა, თბ., 2002. ვ. ზესაშვილი.