ზღარბა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზღარბა.png

ზღარბა (Acantholimon), მცენარეთა გვარი ტყვიაბალახისებრთა ოჯახისა. ეკლიანი, ხშირად ბალიშისებრი ბუჩქები ან ნახევრად ბუჩქებია. აქვთ ხაზურ-ლანცეტა მჩხვლეტავი ფოთლები და ყვავილედებად შეკრებილი დიდი, მეწამული ან ვარდისფერი ყვავილები. 150-მდე სახეობა გავრცელებულია სამხრ. საბერძნეთიდან ცენტრ. აზიამდე. საქართველოში ამ გვარის 4 სახეობაა, მათგან 2 (A. fominii, A. lepturoides) კავკასიის ენდემია. იზრდება მთის შუა, სუბალპ. და ალპ. სარტყლების მშრალ, ქვიან ფერდობებზე ჯავახეთში, გარე კახეთში, ქიზიყში, ქართლსა და მესხეთში. ლ. ხინთიბიძე.