ზღვის კატა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზღვის კატა.png

ზღვის კატა (Dasyatis pastinaca), თევზი კუდჩხვლეტიასებრთა ოჯახისა. კუდის ზედა მხარეზე აქვს ერთი გრძელი ხანჯლისმაგვარი მჭრელი ნემსი. იზრდება 1 -მდე (იშვიათად 2,5 -მდე), მასა – 10 კგ, ზოგჯერ 20 კგ აღწევს. გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში, ჩრდილოეთის, ხმელთაშუა, შავ და აზოვის ზღვებში. გვხვდება შავი ზღვის საქართვ. სანაპირო ზონაში, ფსკერის თევზია; ცოცხლადმშობია, შობს 4–12 ლიფსიტას. იკვებება წვრილი თევზით და ფსკერის უხერხემლოებით. სითბოს მოყვარულია, 6–7°C-ზე იღუპება. მისი ღვიძლი შეიცავს 70% ცხიმს, რ-იც მდიდარია D ვიტამინით. იყენებენ აგრეთვე მის ტყავს. ამზადებენ თევზის ფქვილს ცხოველების საკვებად. სარეწაოდ მნიშვნელოვანი თევზია. მ. დემეტრაშვილი.