ზღვის მელა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზღვის მელა.png

ზღვის მელა, ქიცვიანი სკაროსი (Raja clavata), თევზი სკაროსისებრთა ოჯახისა. რომბისებრი სხეული ზურგ-მუცლის მიმართულებით აქვს გაბრტყელებული. თავიდან ზურგის მე-2 ფარფლამდე 24–32 მსხვილი ქიცვების მწკრივი გასდევს. ზურგის მხარე მოყვითალოა, უმეტესად თეთრი ლაქებით; მუცლის მხარე ღია ფერისაა. მამლის სიგრძეა 85 სმ, დედლისა – 125 სმ-მდე, მასა 18 კგ აღწევს. გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში, ბალტიის, ხმელთაშუა და შავ ზღვებში. შავი ზღვის საქართვ. სანაპიროებთან თითქმის ყველგანაა; ბინადრობს 100 სიღრმეზე, ზღვის ფსკერზე. იკვებება თევზით და უხერხემლოებით. ხშირად ჩაფლულია შლამში, მრავლდება მარტიდან ივლისამდე, ნაყოფიერება 30–550 კვერცხამდეა. კვერცხი რქოვანი გარსითაა დაფარული. აქვს სარეწაო მნიშვნელობა. შავ ზღვაში იჭერენ დიდი რაოდენობით, საქართველოში – ანაკლიის, ფოთის, ბათუმის, ბიჭვინთის სანაპიროებთან. იყენებენ ხორცს, ღვიძლისგან ადნობენ ტექ. ცხიმს. მ. დემეტრაშვილი.