ზღვის ღორი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზღვის ღორი.png

ზღვის ღორი (Phocoena phocoena), წყლის ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინების ქვეოჯახისა. გავრცელებულია ჩრდ. ატლანტიკასა და წყნარი ოკეანის ჩრდ. ნაწილში. საქართველოში გვხვდება შავი ზღვის სანაპირო ზონაში. შავი ზღვის სახეობა ზომით ყველაზე პატარაა. მისი სხეულის სიგრძე 1–1,8 , მასა 30–80 კგ აღწევს. სხვა დელფინებისაგან განსხვავებით დედალი მამალზე დიდია. ზ. ღ-ს აქვს ბლაგვი დინგი, ოდნავ წამოწეული ქვედა ტუჩი, შედარებით დაბალი ზურგის ფარფლი. სხეულის ზედა მხარე და ფარფლები თითქმის შავია, ქვედა – ღია ფერისაა, თეთრიდან მუქ ნაცრისფრამდე. იკვებება თევზებით. საკვების ძებნისას ყვინთავს 50–75 სიღრმეზე არა უმეტეს 6 წუთისა, ჩვეულებრივ კი ღრმად არ ჩადის. ცხოვრობენ ჯოგებად, რ-შიც 2–10 ინდივიდია. მაკეობა 9–10 თვეს გრძელდება. შობს ერთ ნაშიერს, რ-ის სხეულის სიგრძე 70–75 სმ აღწევს. მნიშვნელოვანი სარეწაო ობიექტი იყო. ქონისაგან ამზადებდნენ სამკურნალო პრეპარატ დელფინოლს და ტექ. ცხიმებს. 1965-იდან მისი რეწვა აკრძალულია. რ. წერეთელი.