ზღვის ცხენთევზა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზღვის ცხენთევზა.png

ზღვის ცხენთევზა (Hippocampus), თევზების გვარი ნემსთევზასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 4–20 სმ აღწევს. ფორმით მოგვაგონებს ჭადრაკის ფიგურას – მხედარს. კუდისა და მუცლის ფარფლები არა აქვს. თავი და კუდი მუცლის მხარეზეა მოხრილი. მამალს კუდის დასაწყისში, ქვედა მხარეზე აქვს ლიფსიტების გამოსაჩეკი პარკი, სადაც დედალი დებს 102–197 ქვირითს. გამოჩეკილი ლიფსიტები იკვებებიან ყვითრით, შემდეგ გარეთ გამოდიან და იკვებებიან პლანქტონით. გვარი აერთიანებს 30-მდე სახეობას. საქართველოში ბინადრობს ამ გვარის 1 სახეობა, შავი ზღვის ცხენთევზა (H. guttulatus microstephanus), რ-იც გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში, ხმელთაშუა და შავ ზღვებში. საქართვ. შავი ზღვის სანაპირო ზონაში გვხვდება ყველგან წყალმცენარეებს შორის, რ-ებსაც თავისი მოკაუჭებული კუდით ეჭიდება. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. მ. დემეტრაშვილი.