ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თანი.jpg

თ. ქართული ანბანის მერვე (ძვ. ქართ. მეცხრე) ასო, მისი სახელია “თანი”, გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი ხშულმსკდომი ფშვინვიერი თანხმოვნისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴇ, ნუსხურში M. ძვ. ქართ. სათვალავში აღნიშნავს ცხრას (9). ცხრილში ქრონოლ. თანამიმდევრობით მოცემულია ასო თ-ის გრაფ. მოხაზულობის დამახასიათებელი ისტ. ნიმუშები (ქართ. დამწერლობის სამივე სახისა ასომთავრულის, ნუსხურისა და მხედრულის). ისინი ამოკრებილია V–XVIII სს. ეპიგრაფიკული ძეგლებიდან და ხელნაწერებიდან.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თ&oldid=8997-დან“