თაბაგრები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაბაგრები, სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სარქველთუბნის თემში (იმერეთის მხარე), ჭიათურის პლატოზე. ზ. დ. 620 , ჭიათურიდან 9 კმ. 921 მცხ. (2002). სოფლის მიდამოებში არის კარსტული მღვიმეები: ჯვარის, ჯუდისის, ღამურების, კალაპოტა კლდის, ზეხას და სხვ.წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII სში. სოფლის სახელწოდება უნდა მომდინარეობდეს გვარისაგან – თაბაგარი.