თაბალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაბალი, გვიანხეთური სამეფო მცირე აზიაში ძვ. წ. I ათასწლეულში. ძველ აღმოსავლური (ასურული, იეროგლიფურლუვიური) წერილობითი წყაროების მიხედვით, მდებარეობდა დიდი კაპადოკიის ტერიტორიაზე (მდ. სეიჰანის ზემო დინებასა და მდ. ჰალისის შუა დინებას შორის). თ. პირველად მოიხსენიება ასურეთის მეფის სალმანასარ IIIის (ძვ. წ. 859–824) დროინდელ წერილობით ძეგლებში. ტერმინ “თაბალის” წარმომავლობის შესახებ არაერთი მოსაზრებაა გამოთქმული. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ფართოდ გავრცელდა თვალსაზრისი “თუბალ”, “Qაბალ”, “Qუბალ”, “ტიბარენ” სახელწოდებებთან “ თაბალის” იგივეობის შესახებ (ჟ. სიური, ჰ. ჰელცერი, ო. შრადერი, ი. გიპერტი და სხვ.). ქართ. ისტორიოგრაფიაში “თაბალს” ადრევე უკავშირებდნენ ქართველური ენების ტაბა, ტბა, ტიბა, ტუბა სიტყვას. იყო მცდელობა “თაბალის” პარალელურ ფორმებად მიჩნეულ ტერმინებში (თუბალ, `თობელ, `Qაბალ”, `Qუბალ”, `ტიბარენ) დადასტურებული ფონეტ. ხასიათის ცვლილებები ქართველური ენების მეშვეობით აეხსნათ (ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ა. შანიძე, გ. მელიქიშვილი, თ. მიქელაძე, გ. თოფურია და სხვ.). ი. გელბმა “კაპადოკიურ” ფირფიტებში მოხსენიებული გეოგრ. სახელწოდება Tibera კითხვის ნიშნით დაუკავშირა “თაბალ”, “თუბალ”, “თობელ”, “თობერს”, ნარამსუენის წარწერაში ნახსენებ Tibarს, ხეთური წყაროების Tipâlს და `ტიბარენს”. ე. კავენიაკის აზრით, “თაბალ” ტერმინი ძვ. ანატოლიური წარმომავლობისაა. ე. ჰერცფელდი თვლიდა, რომ “თაბალ” დასაკავშირებელია ტიბარებისტიბარენების სახელწოდებასთან და შუმერულ Tibira-სთან, რ-იც ე. წ. “მეფეთა სიაში” წარღვნამდე არსებულ ხუთ უძველეს ქალაქს შორის იხსენიება. ი. დიაკონოვი მართებულად არ მიიჩნევს “ტბა”დან “თაბალის” წარმოშობას და არც “თაბალტიბარენის” ტერმინოლოგიური იგივეობის თეორიას იზიარებს (მისი აზრით “ტიბარენების” სახელწოდება შეიცავს ხეთურ წყაროებში მოხსენიებული ერთერთი ქასქური ტომის TipiaTibiaს სახელწოდებას და კავკ. ენებში მრავლობითი რიცხვის აღმნიშვნელ ar სუფიქსს). `თაბალს” უკავშირებენ აგრეთვე ხეთურლუვიური ონომასტიკონის ზოგიერთ სახელწოდებას (ხეთური “თაფალის მთა”, “თაფალის მთის ღვთაება”; ლუვიური Tapalazunauli, Tapalaziti, TapalaDatta; ლიდიური Tabílos და სხვ.). აზრთა სხვა და სხვაობაა თ-ის მოსახლეობის ეთნ. წარმომავლობაზეც. ჯერ კიდევ იოსებ ფლავიუსმა სცადა ბიბლიური “თობელი” თობელელთა ანუ თ-ის მოსახლეობის ეთნარქოსი გენეტიკურად ქართულ სამყაროსთან დაეკავშირებინა. იგი წერდა: თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ”. თობელიბერის იგივეობის ფლავიუსისეული თეორია გვიანდ. ხანის ავტორებმაც გაიზიარეს (ევსტათი ანტიოქიელი, ეპისკოპოსი თეოდორიტე, ლეონ გრამატიკოსი, იოანე ზონარა და სხვ.). XIX ს-ში ევრ. და ქართ. ისტორიოგრაფიაში ფართოდ გავრცელდა თვალსაზრისი თის მოსახლეობის ქართ. წარმომავლობის შესახებ (ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია და სხვ.). გ. მელიქიშვილის აზრით, ტიბარენულ და თაბალურ ტომთა ეთნ. იგივეობაზე გადაჭრით ლაპარაკი შეუძლებელია, მაგრამ თაბალელთა ერთერთ კომპონენტად მაინც დასავლურქართულ ტომებს ვარაუდობს; ი. დიაკონოვის აზრით, თ-ის მოსახლეობის ძირითად ნაწილს ლუვიელები შეადგენდნენ, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ აქ თრაკიულფრიგიული და ქართული წარმომავლობის ტომებიც ცხოვრობდნენ; ახალ უცხოურ სამეცნ. ლიტრაში თ-ის მოსახლეობას, ჩვეულებრივ, ლუვიურ ეთნ. სამყაროს უკავშირებენ. თ. იყო ადრინდ. კლასობრივი სახელმწიფოებრივი გაერთიანება, რსაც ძვ. აღმოსავლური (მცირეაზიული) ტრადიციების დიდი გავლენა ემჩნეოდა. ქვეყნის სათავეში მეფე იდგა (ასურული წარწერები მას სარრუს უწოდებენ, იეროგლიფურლუვიური – ლუგალს). თ-ის მეფეთა ტიტულატურაში ისეთი ტერმინები ფიგურირებდა, როგორიცაა “დიდი”, ”გმირი” და ტაპაწაზლასი. სამეფო ხელისუფლება მემკვიდრეობითი იყო მამიდან შვილზე გადადიოდა. მეფე საერო და სას. ხელისუფლებას ფლობდა. ქვეყნის მართვა გამგებლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ დედოფალი, საგვარეულო და სამოხელეო არისტოკრატიის წარმომადგენლები. ძვ. წ. VIII–VII სს-ში ასურელები ყოველ ღონეს ხმარობდნენ თ-ის დასამორჩილებლად. მეფეები ტიგლათფილესერ III და სარგონ II აქტიურად ერეოდნენ თის შინაურ საქმეებში. თ-ში განვითარებული ყოფილა მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, ხელოსნობა. მაღალ დონეზე განვითარებულა მეთუნეობა. თ. მოხატული ანუ ალიშარ IV ტიპის კერამ. წარმოების დაწინაურებული და მძლავრი ცენტრი იყო. მოპოვებულია აგრეთვე მონოქრომული და შავპრიალა კერამიკაც, თუმცა მისი ხვედრითი წონა მოხატულთან შედარებით უმნიშვნელოა. მთამადნეულით (სპილენძი, ვერცხლი, ოქრო, ტყვია, რკინა) სიმდიდრე და წინარე ხანის მეტალ. ტრადიციები საშუალებას აძლევდა თ-ის მოსახლეობას, მაღალ დონეზე აეყვანა მელითონეობა. თ. ეწეოდა აქტ. საგარეო ვაჭრობას; განვითარებული იყო სამშენებლო საქმიანობა, რაც სხვა მიზეზებთან ერთად სამშენებლო მასალების (ბაზალტის ქვა, მარმარილო) სიუხვითაც იყო განპირობებული. ამ ბოლო წლებში თ-ის ტერიტორიაზე გათხრილი დასახლებები (გოლუდაღი, კულულუ, ტოპაკლი, კაისერი და სხვ.) ქალაქური ტიპის დასახლებებს წარმოადგენდა და, როგორც წესი, ბორცვებზე იყო განლაგებული. ქალაქს კედელი ზღუდავდა. მას ქანდაკებებით დამშვენებული რამდენიმე შესასვლელი ჰქონდა. ბორცვის ყველაზე მაღალ ადგილას ტაძარს ან სასახლეს აგებდნენ. თის ნაქალაქარებში აღმოჩენილია ხელოვნების მრავალი ძეგლი: ღვთაებათა და საერო პირების მონუმენტური ქანდაკებები, სფინქსებისა და ლომების სკულპტურული გამოსახულებები, სამლოცველოები, საკურთხევლები. თის საზბის დაწინაურებაზე მეტყველებს იეროგლიფურლუვიური (ხეთური) დამწერლობის ფართო გამოყენებაც. თ-ის ღვთაებათა ოფიც. პანთეონი ხეთურლუვიური იყო. მის სათავეში თარხუნთი ამინდის ღვთაება იდგა. ლიტ.: ხაზარაძე ნ., აღმოსავლეთ მცირე აზიის ეთნიკური და პოლიტიკური გაერთიანებები ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში, თბ., 1978; მისივე, საქართველოს ძველი ისტორიის ეთნოპოლიტიკური პრობლემები (მოსხები), თბ., 1984; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1); ჯანაშია ს., თუბალთაბალი, ტიბარენი, იბერი. შრომები, ტ. 3, თბ., 1956; Дьяконов И. М., Предыстория армянского народа, Ер., 1968; Меликишвили Г. А., К истории древнეй Грузии, Тб., 1959; Хазарадзе Н. В., К истории термина «Табал» ассирийских письменных источников, «კავკასიურახლოაღმოსავლური კრებული», VП, Тб., 1984. ნ. ხაზარაძე.