თაბასარანული ენა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაბასარანული ენა, იბერიულკავკასიური ენების დაღესტნურ ენათა ჯგუფის ლეზგიური ქვეჯგუფის ენა. გავრცელებულია სამხრ. დაღესტანში, თაბასარანისა და ხივის რნებში. თ. ეზე ლაპარაკობს 54 ათ. კაცი (1970). თ. ე-ში გარჩეულია ხმოვნები: ა, ი, ე, უ, . ფარინგალიზებული ა, უ, მოკლე ხმოვნები უმახვილო ხმოვანთა დასუსტების შედეგია, გრძელი – სხვა ფონეტ. ცვლილებებისა. მახვილი სუსტია, დინამიკური, ზოგჯერ გრამატ. მნიშვნელობაც აქვს. თანხმოვანთა სისტემაში გვაქვს დენტოლაბიალიზებული შიშინა ფონემები. ბილაბიალიზაცია წარმოდგენილია სამხრ. დიალექტში, ჩრდ. დიალექტში დაკარგულია. ხშულთა სისტემა ოთხეულებრივია, სპირანტთა – სამეულებრივი (სამხრ. დიალექტში – წყვილეულებრივი). თ. ე-ში გარჩეულია 2 ადამიანისა და ნივთის გრამატ. კლასი (სამხრ. დიალექტის ზოგიერთი კილოკავის ზმნა უკვე აღარ განარჩევს კლასებს). ძირითადი ბრუნვებია: სახელობითი, ერგატივი, მიცემითი, ნათესაობითი, ადგილობითი. ბრუნვები წარმოდგენილია 7 (კილოკავებში – 8) სამ სამ-ბრუნვიანი სერიით. პირის ნაცვალსა ხელებში გარჩეულია ინკლუზივისა და ექსკლუზივის ფორმები. ზმნა იცვლება გრამატ. კლასებისა და პირის მიხედვით (კლასოვანპიროვანი უღვლილება). პირის ნიშნები ნაცვალსახელური წარმოშობისაა. გარდამავალი ზმნა პოლიპერსონალურია: პრეფიქსული კლასნიშანი გამოხატავს უახლოეს ობიექტს, სუფიქსური პირის ნიშანი – სუბიექტს. გვარი მორფოლოგიურად დიფერენცირებული არაა. ზმნა დაირთავს ლოკატიურ პრევერბებს. სინტაქსური კონსტრუქციებია: ერგატიული – გარდამავალ ზმნასთან, ნომინატიური – გარდაუვალ ზმნასთან, დატიური – გრძნობააღქმის გამომხატველ ზმნებთან. თ. ე-ში გამოიყოფა 2 დიალექტი: სამხრეთისა და ჩრდილოეთის. თ. ე. სამწერლობო ენაა. სალიტ. ენა სამხრ. დიალექტს ეფუძნება. დამწერლობა შემოღებულია 1932-იდან, თავდაპირველად ლათ. გრაფიკის, 1938იდან – რუს. გრაფ. საფუძველზე. ლიტ.: Алексеев М. Е., Шихалиева С. Х., Табасаранский язык, М., 2003; Жирков Л. И., Табасаранский язык, М.–Л., 1948; Магометов А. А., Табасаранский язык, Тб., 1965; Ханмагомедов Б. Г.–К., Очерки по синтаксису табасаранского языка, Махачкала, 1970; მისივე, Табасаранский язык, Языки мира: Кавказские языки, М., 1999; Bოუდა K., Beiträge zur kaukasischen und sibirischen Sprachwissenschaft, [Bd.] 3 – Das Tabassaranische, Lpz., 1939ა. მაჰომეტოვი.