თაბორის ქედი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაბორის ქედი, ქედი თბილისის მიდამოებში, თრიალეთის ქედის სამხრ.აღმ. განშტოება, მდების წავკისისწყლისა (ლეღვთახევის) და კრწანისისხევის (ტაბახმელისხევის) წყალგამყოფი. აგებულია შუაეოცენური ტუფოგენური ქანებით, თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით. ჩრდ. და აღმ. კალთები ციცაბოა, სამხრ. დამრეცი, თხემი მოვაკებულია და თანდათან მაღლდება აღმიდან (600 ) დასკენ (1000 ). ჩრდ. კალთის ძირას გამოდის გოგირდიანი ცხელი წყაროები (იხ. თბილისის თერმული წყლები). თხემი და სამხრ. კალთა შემოსილია ბუჩქნარითა და ხელოვნური ნარგავებით. იხ. აგრეთვე სტები: თაბორი და თაბორის ფერისცვალების ეკლესია. ქ. ჯაყელი.