თაბორიძე მარიამ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაბორიძე მარიამ დიმიტრის ასული (27. I. 1922, დუშეთი, 21. V. 2008, თბილისი), პედაგოგი, ლიტერატორი. პედ. მეცნ. დოქტორი (1985), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1990). 1945 დაამთავრა თსუის ფილოლოგიის ფაკტი ქართ. ენისა და ლიტრის სპეციალობით და პარალელურად შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინტის სამსახიობო ფაკტი (1944). 1961–75 მუშაობდა ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიკის მეცნ. სამეცნ.კვლ. ინტში უფრ. მეცნიერ თანამშრომლად. 1975იდან იყო ს.ს. ორბელიანის სახ. პედ. ინტში ქართ. ენისა და ლიტრის სწავლების მეთოდიკათა კათედრის პროფესორი. თ. იკვლევდა ლიტ. სწავლების პრობლემებს, წერითი და ზეპირი მეტყველების განვითარების საკითხებს. დაამუშავა ესთეტ. აღზრდის მეთოდური სისტემა. მინიჭებული აქვს ი. გოგებაშვილის სახ. პრემია (1983). თხზ.: სასკოლო თხზულებათა სწავლების საკითხები საშუალო სკოლის უფროს კლასებში, თბ., 1967; ესთეტიკური აღზრდის პრობლემები ლიტერატურის სწავლებისას, თბ., 1985; ადამიანურობის პრობლემა ვეფხისტყაოსანში; მართალი სამართალი ვეფხისტყაოსანში (სამივე სტადია), თბ., 1992.