თაბორი, ქართლის კათოლიკოსი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაბორი, ქართლის კათოლიკოსი დაახლ. VII ს. 30იან წლებში. მისი კათოლიკოსობა ემთხვევა ადარნასეს ერისმთავრობას. მურვან ყრუს ლაშქრობაზე (735–736) თხრობისას ჯუანშერი წერს, რომ `მოსვლასა მისსა კათალიკოსი იყო თაბორ”, რაც შეცდომაა. მცხეთის საკათოლიკოსო ტახტზე ამ დროს თ-ის სახელით კათოლიკოსი არ ჩანს. ლიტ.: საქართველოს კათოლიკოსპატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000