თაბუკაშვილი კარლო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაბუკაშვილი კარლო ფილიმონის ძე (5.IV.1925, თბილისი, – 24.IX. 2004, იქვე), ინჟინერმექანიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1992), საქართვ. საინჟ. აკად. ნამდვილი წევრი (1992). 1948 დაამთავრა სპი, საინჟ.სატრანსპ. ფაკტი. 1948–51 მუშაობდა ქ. ვლადიმირში წყალმომარაგების სექტორის ინჟინრად. შემდგომ საქართვ. მეცნ. აკად. წყალთა მეურნეობის სამეცნ.კვლ. ინტშია. 1972-იდან სიცოცხლის ბოლომდე სტუში თეორ. მექან. კათედრაზე ეწეოდა პედ. საქმიანობას. თ-ის კვლევები ეხება ჰიდროტექნიკაში ჰიდრავლიკური პრობლემების გადაწყვეტას და მის დანერგვას პრაქტიკაში. მის მიერ გამოკვლეული ჰიდრავლიკური გაანგარიშების მეთოდები შესულია სსრკის წყალთა მეურნეობის საპროექტო ინტების რეკომენდებულ ნორმატივებში. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი. თხზ.: Бездействие ветра на русловой поток и оценка изменения его гидравлической структуры, Тб., 2002.