თაბუკაშვილი ლაშა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლ თაბუკაშვილი.png

თაბუკაშვილი ლაშა რევაზის ძე (დ. 23. XI. 1950, თბილისი), მწერალი. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2006). დაამთავრა თსუის ფილოლ. ფაკტი (1972). 1986–88 იყო მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი, 1987იდან – ახალგაზრდული ალმანახის `სათავის” რედაქტორი, ხოლო 1995-იდან – ლიტ. ჟურნ. `XX საუკუნის” გამომცემელი. 1998 დააარსა მწერალთა კლუბი `XX საუკუნე”. თის პირველი მოთხრობა `მოკლეს ბიჭი” დაიბეჭდა ჟურნ. `ცისკარში” 1969, პირველი პიესა `ჭრილობა” 1973 დაიდგა ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახ. თეატრსა (რეჟ. დ. ხინიკიძე) და კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრში (რეჟ. გ. თოდაძე). არის ლექსების, მოთხრობების, პიესების ავტორი: `ძველი ვალსი” (1975), `დარაბებს მიღმა გაზაფხულია” (1977), `ათვინიერებენ მიმინოს” (1981), `შენსკენ სავალი გზები” (1984), `მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი” (1997), `თოვლივით თეთრი თოვლი” (2001), `ასტეროიდზე აღარ იწვიმებს” (შოთა რუსთაველის პრემია), მოთხრ. `კომოციო” (2000) და სხვ. თ-ის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: `ტერანგი” (1984, რეჟ. ო. ლითანიშვილი), `სანამ წვიმა გადაივლიდეს” (1985, რეჟ. ქ. დოლიძე), `ვამეხი მოდის” (1987, რეჟისორები: ო. ლითანიშვილი, ო. შამათავა). ცალკე წიგნებად გამოქვეყნებულია `შენსკენ სავალი გზები” (1985), მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი” (1999), თოვლივით თეთრი თოვლი” (2001), ერთიც გაიცინე, გუინპლენ” (2014). თის შემოქმედების ძირითადი თემაა ახალგაზრდობის ცხოვრება (მთავარი გმირი – ახალგაზრდა კაცი), თაობათა ურთიერთობა. მიღებული აქვს პრემიები: 2005 – წლის საუკეთესო პიესა (დარაბებს მიღმა გაზაფხულია”), საუკეთესო ქართ. თანამედროვე პიესა [ათვინიერებენ მიმინოს” (`სულის სამჭედლო, ანუ სისხლი სისხლის წილ”)], თეატრ. პრემია `დურუჯი” (ორივე 2010). თაბუკაშვილი მერაბ დავითის ძე (დ. 5. V. 1925, თბილისი), მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1965). 1948 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრალური ინტის სამსახიობო ფაკტი. 1948–55 შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრის, ხოლო 1956იდან კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრის მსახიობი იყო. ძირითადად ასრულებდა სახასიათო როლებს. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: მირეკი (ი. ფუჩიკის `ადამიანებო, იყავით ფხიზლად”), პალიკო (ნ. აზიანის უკანასკნელი მასკარადი”), ტრავერსენი (კ. გოლდონის `საპატარძლო აფიშით”), ლევან ბატონიშვილი (ლ. გოთუას `მეფე ერეკლე”), ედუარდ, უელსის პრინცი, ბალთაზარი (უ. შექსპირის რიჩარდ მესამე”, `აურზაური არაფრის გამო”), ფუშე (ვ. სარდუს `მადამ სან ჟენი”), ბანკის დირექტორი (მ. ჯავახიშვილის კვაჭი კვაჭანტირაძე”), რიკარდო (ედუარდო დე ფილიპოს `ნეაპოლი – მილიონერთა ქალაქი”) და სხვ. თ. ავტორია მრავალი წერილისა ქართველ ხელოვანთა შესახებ. ეწეოდა ნაყოფიერ მუშაობას ესტრადის ქართვ. მოღვაწეთა პროპაგანდისათვის. ამზადებდა და აწყობდა რუს. რომანსის საღამოებს, თანამშრომლობდა (საორგანიზაციო საკითხებში) დებ იშხნელებთან. თ-ის ძალისხმევით თბილისში გადმოასვენეს მოსკოვში მოღვაწე ცნობილი ქართვ. მომღერლის, რუს. რომანსის უბადლო შემსრულებლის თ. წერეთლის ნეშტი, დაკრძალეს ქართვ. მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.