თაბუკაშვილი ოლღა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ო თაბუკაშვილი.png

თაბუკაშვილი ოლღა ვარდენის ასული (13. III. 1934, თბილისი, – 4. XII. 2006, იქვე), კინომცოდნე. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (2006), საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1979). დაამთავრა თსუის ფილოლ. ფაკტი (1955) და რსფსრ მეცნ. აკად. ხელოვნებათმცოდნეობის ინტის ასპირანტურა (1968). 1957–68 იყო გაზეთ `მოლოდიოჟ გრუზიის” კულტ. განყოფილების გამგე. 1970იდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედ. და სამეცნ. მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნტში. არის ავტორი მრავალი კრიტ. წერილისა და სამეცნ. გამოკვლევისა ქართ და მსოფლიო კინოხელოვნების ისტორიის სხვა და სხვა საკითხზე. საქართვ. კინემატოგრაფისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი (1984). 1984 საქართველოში დასახელებული იყო წლის საუკეთესო კინოკრიტიკოსად. თხზ.: ნიკოლოზ შენგელაია, თბ., 1974; Софико Чиаурели, М., 1968. მ. კერესელიძე.