თაბუკაშვილი ტრიფონ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაბუკაშვილი ტრიფონ რომანოზის ძე [13 (25). II. 1866, სოფ. ფარცხნალი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 11. I. 1926, თბილისი], პედაგოგი, მეთოდისტი, საზ. მოღვაწე. 1886 დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია. მუშაობდა ქართ. ენისა და ლიტრის მასწავლებლად სოფ. ძიმითის (ოზურგეთის მაზრა) დაწყებით სკოლაში, ხონის საოსტატო სემინარიაში, თბილ. ცენტრ. საპედაგოგიო ინტში. ავტორია სახელმძღვანელოების: `განთიადი”, შრომის სკოლის II და III ჯგუფებისათვის (1923); `მეთოდიკური შენიშვნები გრამატიკის სწავლების შესახებ” (1923); `აისი” (1924); `სასვენი ნიშნების ხმარება” (1925) და სხვ.