თაბუკაშვილი შალვა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაბუკაშვილი შალვა ტრიფონის ძე [29. III (10. IV). 1893, სოფ. ფარცხნალი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 5. X. 1971, თბილისი], პედაგოგი, მეთოდისტი, საქართვ. დამს. მასწავლებელი (1946), მთარგმნელი, საზ. მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი, ხოლო 1916 – მოსკ. უნტის ფილოლ. ფაკტი. მუშაობდა ქართ. ენისა და ლიტრის მასწავლებლად ხარაგაულის, ზესტაფონის ქალთა, ქუთაისის წმ. ნინოსა და ეპარქიულ სასწავლებლებში. თ. ავტორია სახელმძღვანელოებისა: `პუნქტუაცია” (1941), `ქართული ენა მე3 კლასისათვის” (1944), `მშობლიური ლიტერატურა მე5 კლასისათვის” (თანაავტორი; 1947). მასვე ეკუთვნის მოთხრობები: `საოცარი გაფრენა” (1933), `გასაოცარი ამბავი” (1934), `უცნაური ძიძა” (1938) და სხვ. თ-მა თარგმნა ი. ტურგენევის `მუმუ” (1937), ა. ჩეხოვის `კაშტანკა” და `კაცი ფუტლიარში” (1946), `ნახტომი” (1938); მ. გორკის `დედა” (1940), `სიმღერა გრიგალზე” და `სიმღერა შევარდენზე” (1946), ლ. ტოლსტოის `ჰაჯი მურატი” (1946). დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. დ. გურგენიძე.