თაგვეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Ⴇაგვეთი, სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ცხრამუხის თემში (შიდა ქართლის მხარე), მტკვრის შუა ხეობის ვაკეზე, მდ. მტკვრის მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 760 , ხაშურიდან 3 კმ. 103 მცხ. (2002). სოფლის აღმით, დაახლ. 300–400 -ზე, მდებარეობს ღვთისმშობლის ერთნავიანი ახ. ეკლესია. იგი დგას ძვ. ნაეკლესიარზე, რისგანაც შემორჩენილია მხოლოდ ნახევარწრიული აფსიდის სამხრ. მხარე. ეკლესიის მახლობლად აღმოჩნდა ქვიშაქვის მოჩუქურთმებული ფილა ძვ. ეკლესიის კანკელის ნაწილი, რიც სტილური ნიშნებით IX–X სსით თარიღდება. ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 5, თბ., 1990