თაგვიკუდა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Ⴇაგვიკუდა ((Myosurus), მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. აერთიანებს 10 -დე სახეობას, რებიც გავრცელებულია ევროპაში, ჩრდ. ამერიკაში, ჩრდ. აფრიკასა და ავსტრალიაში – უმთავრესად ზომიერ სარტყელში. საქართველოში გვხვდება თ-ის მხოლოდ 1 სახეობა. პატარა, 4–12 სმ-მდე სიმაღლის ერთწლოვანი ბალახია; ფესვის ყელთან შეკრებილი ვიწროხაზური ფოთლები აქვს. პატარა, ორსქესიანი, მომწვანოყვითელი ყვავილები საყვავილე ღეროზე მარტოულია, გვირგვინის ფურცლები გადაქცეულია სანექტრეებად. იზრდება ქართლში, ყამირ ნიადაგებზე, გზებისა და რუების გაყოლებით, ხევების ფერდობებზე, მდელოებსა და დანესტიანებულ ველებზე. ზოგჯერ მასობრივად ვითარდება. მ. გურგენიძე.