თაგვისარა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Ⴇაგვისარა (Ruscus), მცენარეთა გვარი სატაცურისებრთა ოჯახისა. ორსახლიანი, დაბალი, მარადმწვანე, მხოხავფესურიანი ქონდარა ბუჩქია. ყლორტები გადაქცეული აქვს ფოთლისებრ, ზოგჯერ ეკლიან ფილოკლადოდიუმებად, რთა ძირშიც სხედან წვრილი ქერცლისებრი ფოთლები. აქვს წვრილი, მწვანე, ერთსქესიანი ყვავილები; სფერული, ხორცოვანი წითელი კენკრა ნაყოფი. გვარში 9 სახეობაა, რ-ებიც გავრცელებულია აზორის, კანარისა და მადეირის კებზე, აგრეთვე დას. ევროპაში. საქართველოში თ-ს ორი სახეობაა: საკუთრივ თ. ანუ პონტოური თ. (R. ponticus) რ-იც იზრდება აფხაზეთის, სამეგრელოს, იმერეთის და ქართლის ტყის ქვედა სარტყლის ტყესა და ბუჩქნარში, და ძმერხლი ანუ კოლხური თ. (R. colchicus) რ-იც გავრცელებულია აფხაზეთის, აჭარისა და ქართლის ტყესა და ბუჩქნარში. ორივე სახეობა დეკორატიულია. მ. გურგენიძე.