თაგინაური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაგინაური, მთა შუახევის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე, მდინარეების ბჟუჟის (ნატანების მარცხ. შენაკადი) და ნატანების ზემო დინებათა წყალგამყოფზე. სიმაღლე ზ. დ. 2668 . აგებულია შუაეოცენური ანდეზიტური ტუფბრექჩიებით. თ. გუმბათისებრი მოყვანილობისაა. ჩრდ. კალთაზე შემორჩენილია მეოთხეული გამყინვარების კვალი. კალთები ქვემოთ შემოსილია სუბალპ. ტყეებითა და მდელოებით, ზემოთ ალპ. მდელოებია. ქ. ჯაყელი.