თაგოეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაგოეთი, ისტორიული სოფელი გვიანდელ შუა საუკუნეების ქართლის სამეფოში. მდებარეობდა შიდა ქართლში, გაღმამხარში, საციციანოში. იხსენიება XVII ს. საბუთებში. იქ მცხოვრებთა გვარები იყო: კანიაშვილი, ტეტიაშვილი, ობლიძე, აფთარაშვილი, ბაბლიძე, პაპუაშვილი, რ-ებიც აქაურ მებატონე ციციშვილებს გაყრისას ერთმანეთში გაუყვიათ თავიანთი მამულებითურთ. თ-ს ახსენებს აგრეთვე ვახუშტი ბატონიშვილი თავის აღწერა სამეფოსა საქართველოსაში” ქართლის სოფლების ჩამოთვლისას გაღმამხარში, კერძოდ, გვერდისძირში. გვიანდ. შუა საუკუნეების ადმ.ტერ. დაყოფით თ. ქართლის გაღმამხარის მომცველი ტერიტ. იყო (მდ. მტკვარსა და თრიალეთის ქედს შორის) და მეოთხე სადროშოს შემადგენლობაში შედიოდა. წყარო: მასალები საქართველოს ისტორიისა და ტოპონიმიკისათვის, თბ., 1964; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 4, თბ., 1972.ზ. ცინცაძე.