თაგუთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაგუთი, ნასოფლარი ისტორიულ დმანისის ხევში, ახლანდელ დმანისის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდ. ფინეზაურის მარცხ. შენაკადის, შავი წყლის (ყარასუ) მარჯვ. სანაპიროზე, ახლანდ. სოფ. საფარლოსა და სოფ. მამიშლოს შორის. აქ, ერთმანეთისგან დაახლ. 1,5 კმ-ზე, ორი ეკლესია დგას. ზედა ეკლესია სოფლის დასით მამიშლოს ხილის ბაღებშია. ის ერთნავიანი, დარბაზული ტიპის შენობაა, ნაგებია სრულიად დაუმუშავებელი მოზრდილი ზომის ნატეხი ქვით. შესასვლელი და ერთი სარკმელი სამხრიდანაა, თითო სარკმელი – აღმ. და დას. კედლებში. ჩრდ. და სამხრ. კედლებზე და დას. კუთხეებში თითო პილასტრია, რებსაც საბჯენი თაღები ეყრდნობა. საკურთხეველში ორი მცირე ნიშია, კედლებს შელესილობის კვალი ატყვია; ეკლესიის ირგვლივ არის მოზრდილი სასაფლაო ბრტყელი, დაუმუშავებელი ლოდებითა და ვერტიკალურად დაყენებული ქვებით. ამ ადგილზე 1936–37 ლ. მუსხელიშვილმა აღმოაჩინა საფლავის ქვა სომხ. წელთაღრიცხვის ასო ნიშნებით – 1656. მახლობელ ფერდობზე, სამხრ.დასით დიდი ნასოფლარია, რიც, სავარაუდოდ, თ. უნდა იყოს. მის მიწებზე, წყალგაღმა, XIX ს-ში თურქულენოვანმა მოსახლეობამ სოფ. მამიშლო დააარსა. აღწერილი ეკლესიის აღმით მეორე დარბაზული ეკლესიაა. მისი კედლები ნაგებია კირხსნარზე მოზრდილ და ბრტყელ ქვათა რიგების მონაცვლეობით. შესასვლელი და ერთი სარკმელი აქაც სამხრიდანაა. დას. კედლის სარკმლის თავზე წყობაში ჩასმული მოწითალო ქვებით ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული. შენობას ტუფის პროფილირებული ლავგარდანი აქვს. გრძივი კედლების შუაში აქაც თითო მარტივი პილასტრია, რებსაც საბჯენი თაღი ეყრდნობა. ეკლესიის ირგვლივ პატარა სასაფლაოა. აქ შესაძლოა, ყოფილიყო მეორე სოფ. თ., რიც ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზეა აღნიშნული და მოხსენიებულია სოფლების მისეულ სიაშიც. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941. ლიტ.: ბერძენიშვილი დ., ვარძაგარა, კრ.: დმანისი I, თბ., 1998; მუსხელიშვილი ლ., არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავერის ხეობაში, თბ., 1941. დ. ბერძენიშვილი.