თადეოზ მიტროპოლიტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თადეოზ მიტროპოლიტი (ერისკაცობაში – მირიან გაიოზის ძე იორამაშვილი) (დ. 12. X. 1946, სოფ. ფლავი. ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი), სასულიერო მოღვაწე. 1968–73 სწავლობდა გორის ნ. ბარათაშვილის სახ. სახელმწ. პედ. ინტში ისტორიაფილოლ. ფაკტზე, 1974–77 – მცხეთის სას. სემინარიაში. 1977 საქართვ. კათოლიკოსპატრიარქ დავით VI-ის ლოცვაკურთხევით აღიკვეცა ბერად. ამავე წლის 1 ივნისიდან დაინიშნა ალავერდის საკათედრო ტაძრის მღვდლად. 1978 წ. 2. აგვისტოს თ. მ. საქართვ. კათოლიკოსპატრიარქ ილია II-ის მიერ ეკურთხა ეპისკოპოსად და დაინიშნა ბოდბის ეპარქიის მმართველად. მალევე გადაყვანილ იქნა წილკნის ეპისკოპოსად. 1979–80 მცხეთის სას. სემინარიის რექტორია. 1979 აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 1979–83 განაგებდა მანგლისის, 1984–93 – აგარაკწალკის, 1993–95 – ცაგერისა და ლეჩხუმსვანეთის, 1995–2003 – ბოლნისისა და დმანისის, 2005 აპრილიდან თიანეთისა და ფშავხევსურეთის ეპარქიებს. 2013 ოქტომბრიდან მარაბდელი ეპისკოპოსია. 2010 წ. 2 აგვისტოს ებოძა მიტროპოლიტის პატივი. დაჯილდოებულია წმ. გიორგის ორდენით (2007).