თადუმაძე თამაზ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თადუმაძე თამაზ აბესალომის ძე (დ. 6. XII. 1947, სოფ. ხუნჯულაური, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი), მათემატიკოსი. ფიზიკამათ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1996). 1970 დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ. 1973–2006 მუშაობდა თსუის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინტში. 1992 ი-დან არის თსუის პროფესორი. თ-ის სამეცნ. კვლევების მიმართულებებია: ოპტიმალურობის აუცილებელი პირობები, არსებობის თეორემები, რეგულ. შეშფოთებები და მიახლოებითი მეთოდები ფუნქციონალურდიფერენციალური განტოლებების შემცველი ოპტიმალური მართვის ამოცანებისათვის; კოშის ამოცანის კორექტულობა, ამონახსნის ვარიაციის ფორმულები და შებრუნებული ამოცანები ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებებისათვის. მიღებული აქვს საქართველოს მეცნ. ეროვნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. პრემია (2001). თხზ.: Абстрактная вариационная теория и ее приминения к оптимальным задачам с запаздываниями, Тб., 1973 (თანაავტ.: Г. Л. Харатишвили, З. А. Мачаидзе, Н. И. Маркозашвили); Некоторые вопросы качественной теории оптимального управления, Тб., 1983