თადუმაძე ოთარ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თადუმაძე ოთარ სევერიანეს ძე (დ. 15. VIII. 1935, სოფ. ხუნჯულაური, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი), ინჟინერელექტრიკოსი, გამომგონებელი ტექ. მეცნ. დოქტორი (1997), საინჟ. აკად. ნამდვილი წევრი (2012). დაამთავრა თბილ. ა. პუშკინის სახ. პედ. ინტის ზოგადტექ. ფაკტი (1968). თბილ. საავიაციო სასწ. დამთავრების შემდეგ, 1959იდან, მუშაობდა თბილ. საავიაციო გაერთიანებაში სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო პირველი კატეგორიის ენერგოავიაკონსტრუქტორი, 2002–06 გაერთიანების ეკონ. სახალხო უნტის რექტორი. `გამოსაშვები პროდუქციის ხარისხისა და ტექნოლოგიური პროცესების კონტროლის მეთოდებისა და საშუალებების კვლევის, შექმნისა და დანერგვისათვის” სპეციალისტების ჯგუფთან ერთად 1975 მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია მეცნ. და ტექ. დარგში. 2007იდან იყო თბილ. ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის უფრ. ინჟინერდეფექტოსკოპისტი. აქვს მრავალი გამოგონება. მ. შ. УГД უნივერსალური დისტანციური მართვის დანადგარი და СТDM სატელევიზიო სტერეოდეფექტოსკოპი.