თავადაზნაურთა წინამძღოლი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავადაზნაურთა წინამძღოლი (მარშალი), რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ (1801) გუბერნიისა და ცალკეული მაზრების თავადაზნაურთა წოდებრივი ორგანიზაციის არჩევითი თანამდებობა საქართველოში. არსებობდა ქართვ. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს დაარსების დროიდან (1803). თ.ა. წ-ს ირჩევდნენ 3 წლით თავადაზნაურთა ყრილობაზე, რ-იც 3 წელიწადში ერთხელ იმართებოდა. თ.ა. წის უფლებამოვალეობას შეადგენდა, თავადაზნაურობის საჭიროებათა დაკმაყოფილების მიზნით მიემართა ან ეშუამდგომლა `საქართველოს უზენაეს მთავრობასთან” ან რუს. მთავრობის უმაღლეს ორგანოებთან. დ. გოგოლაძე.