თავადაზნაურობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავადაზნაურობა, ერთიანი უფლებების მქონე ქართველ ფეოდალთა წოდება საქართველოში რუსეთთან მიერთების (1801) შემდეგ. ადრეფეოდ. ხანაში ქართველ ფეოდალთა წოდება წარმოდგენილი იყო მხოლოდ აზნაურობის სახით (იხ. აზნაური), მაგრამ ამავე პერიოდში აზნაურობა უკვე დიფერენცირებული იყო დიდ და მცირე აზნაურებად (`აზნაურნი დიდდიდნი და მცირენი”). ადრეფეოდ. ხანაშივე გაჩნდნენ დიდებული აზნაურები, რნიც დანარჩენ, ჩვეულებრივ აზნაურებზე უფლებრივად და ეკონომიკურად მაღლა იდგნენ. დიდებულ აზნაურებს ვასალი აზნაურები ჰყავდათ. ჩამოყალიბდა სენიორულვასალური დამოკიდებულება. შემდეგში, დაახლოებით XIV–XV სს., დიდებულ აზნაურთა ცალკე ფენა თავადთა წოდების სახით ჩამოყალიბდა; შეიქმნა გაბატონებული კლასის ორი წოდებრივი კატეგორია: თავადთა წოდება და აზნაურთა წოდება. აზნაურების ნაწილი თავადთა დაქვემდებარებაში მოექცა. აზნაურები ჰყავდათ აგრეთვე მეფეს (სამეფო აზნაურები) და ეკლესიას (საეკლესიო აზნაურები). მართალია, წყაროებში ზოგჯერ ერთად იხსენიება თავადაზნაურობა (`თავადაზნაურნი”), მაგრამ ეს გაბატონებულ ფეოდალთა კლასის ორ სხვადასხვა უფლებრივ კატეგორიას აღნიშნავდა. თავადთა წოდება უფლებრივად მაღლა იდგა აზნაურთა წოდებაზე. XIX ს. დასაწყისში, საქართველოს რუსეთთან მიერთების პერიოდში, რუს.გაბატონებულ ფეოდალთა კლასში ვასალურსენიორული დამოკიდებულება (თავადის ვასალი აზნაური) უკვე აღარ არსებობდა და იქ უფლებრივად ფეოდალთა ერთიანი კლასი იყო ჩამოყალიბებული – `დვორიანების”, `დვორიანსტვოს” სახით. რუს. მთავრობამ რუს. ფეოდ.ბატონყმურ წყობილებასთან ქართ. წყობილების სოც. უნიფიკაციის მიზნით, რიგი ღონისძიებები ჩაატარა; 1803 მთავარმართებელ პ. ციციანოვის თაოსნობით თბილისში დაარსდა ქართვ. თავადაზნაურთა პირველი წოდებრივი ორგანიზაცია – თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო – სათანადო დებულებით. 1811 ზღვის კანონით საეკლ. აზნაურები ჩამოაცილეს ეკლესიას, 1827 ქართვ. თ. უფლებრივად გაუთანაბრეს რუს. თ-ს, ამასთან, ცარიზმმა ქართვ. თ-ს მემკვიდრეობითი ფეოდ. თანამდებობები და საგადასახადო იმუნიტეტი მოუსპო. 1833 წლის კანონით სათავადო აზნაურები გაათავისუფლეს თავადთა ვასალური დამოკიდებულებისაგან (იმერეთგურიის მიმართ ასეთი კანონი 1848 გამოიცა), რის შედეგად ხდებოდა მათი სამამულო (ქონებრივი) გამიჯვნაც. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე 1838 წლის კანონი, რითაც ქართლ-კახეთში სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოში არჩევნებით თანამდებობის დაკავებისას უფლებრივი განსხვავება თავადებსა და მათ ყოფილ სათავადო აზნაურებს შორის მოისპო, მოხდა მათი უფლებრივი ნიველირება. ერთიანი უფლებების მქონე ქართვ. თავადაზნაურთა წოდების დამტკიცება ათეული წლებით გაჭიანურდა. იგი დაიწყო 1809 და მხოლოდ 1850, მეფისნაცვალ მ. ვორონცოვის დროს, მთავრობამ ქართვ. თ-ს (ქართლ-კახეთის და იმერეთ-გურიის) დაუმტკიცა თავადაზნაურის წოდება. 1851 ქართვ. თავადაზნაურთა წოდებრივი ორგანიზაცია შეიქმნა დას. საქართველოშიც, კერძოდ, ქუთაისში. ასე მოისპო თანდათან ვასალურსენიორული დამოკიდებულება საქართველოში და შეიქმნა ქართვ. ფეოდალთა ერთიანი უფლებების მქონე წოდება – თ., რ-იც უფლებრივად გათანაბრებული იყო რუს. თავადაზნაურმემამულეებთან `დვორიან” – `პომეშჩიკებთან”. ეს პროცესი დას. საქართველოში შედარებით დიდხანს – ბატონყმობის გაუქმებამდე და მის შემდეგაც გაგრძელდა. ერთიანი კონსოლიდირებული წოდების შექმნით რუსეთის მთავრობა ცდილობდა ქართვ. თ-ის თავიანთ სამსახურში ჩაყენებას და გარუსებას, რათა კოლონიაში თავისი პოლიტ. და კლასობრივი დასაყრდენი ჰყოლოდა. XIX ს. 60-იანი წლებიდან ქართვ. თ-ის სოც.ეკონ. ყოფაში ახ. პერიოდი დაიწყო. ბატონყმობის გაუქმების, გლეხობის მიერ პირადი თავისუფლების მიღების შემდეგ აუცილებელი გახდა საბატონო მეურნეობიდან კაპიტალ. წარმოებაზე გადასვლა, რასაც პრივილეგიური წოდების დიდი ნაწილი ვერ ახერხებდა. ამ გარდატეხის მომენტში აღმ. საქართველოს თ-მ წოდებრივწარმომადგენლობითი ორგანიზაციის წინამძღოლად დ. ყიფიანი აირჩია. მისი წინადადების თანახმად, თ-მ ყმაგლეხთა პირადი გათავისუფლების საზღაურად მთავრობისაგან მიღებული ფულის ერთი ნაწილი საადგილმამულო ბანკის დასაარსებლად გადადო. ცოტა მოგვიანებით ბანკის ორგანიზების საქმეს ი. ჭავჭავაძე ჩაუდგა სათავეში და მიზანსაც მიაღწია. 1874 გაიხსნა თბილ. საადგილმამულო ბანკი, ხოლო მომდევნო წელს – ქუთ. თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკი. პრივილეგიური წოდების დიდ ნაწილს ბანკი მიაჩნდა საქველმოქმედო დაწესებულებად, საიდანაც სესხის (კრედიტის) მიღება ადვილი იქნებოდა, ხოლო თავანისა და პროცენტის დაფარვაზე დიდად არავინ შეაწუხებდათ. მრავალმა მოქალაქემ დაიწყო სესხის აღება ყოველდღიური საჭიროებისათვის, თუმცა ისინი სესხის დაფარვას ვერ ახერხებდნენ და თავიანთ ბანკებში, სხვა საკრედიტო დაწესებულებებსა და მევახშეებთან დაგირავებულ მამულებს კარგავდნენ. 1875–1903 აღმ. საქართველოს თ-მ სესხად აიღო 11 მლნ. მანეთი, რის გამოც ბანკებსა და მევახშეებთან დააგირავა 653 ათ. დესეტინა მიწა, ე. ი. თავიანთ საკუთრებაში არსებული მამულის 70%. მხოლოდ პროცენტის დასაფარავად მათ ყოველწლიურად 800 ათ. მან. უნდა გაეღოთ. ასეთი მემამულეები ნომინალურად რჩებოდნენ მიწის მესაკუთრეებად. ფაქტობრივი მფლობელები იყვნენ კრედიტორები (ბანკები და მევახშეები), რ-ებიც ითვისებდნენ მიწის რენტას პროცენტის სახით. თ-ის საგრძნობი ნაწილი ამ ნომინალურ საკუთრებასაც კარგავდა, რადგან დავალიანებული მამულების უმეტესობა, საჯარო ვაჭრობით იყიდებოდა. ქართველმა თ-მ 1890–1903 თავიანთი საკუთრების მეოთხედი – 450 ათ. დესეტინა მიწა დაკარგა, უფრო აქტიურმა ნაწილმა თავის საქმიანობით კაპიტალ. თაოსნობის უნარი გამოამჟღავნა და ცხოვრების წესითა და მსოფლმხედველობით პლებეური წარმოშობის ბურჟუაზიას შეერწყა. თის უმრავლესობა მიწის იჯარით გაცემასა და რენტით ცხოვრებას არჩევდა, მაგრამ არსებითად მაინც კაპიტალ. გარდაქმნების გზაზე დამდგარი საზბის ნაწილი გახდა. მისი ბურჟ. ევოლუციაც მიმდინარეობდა. ამ პროცესს თან სდევდა თ-ის საგრძნობი ნაწილის ეკონ. დაცემა, ზოგი მათგანის გაღატაკება. 1905თვის საქართვ. 18 ათ. თავადაზნაურული კომლი 6363 ოჯახზე ფლობდა 1–5 დესეტინა მიწას, 6370 კი – 5–25 დესეტინას. ეს მაშინ, როცა 443 მემამულე თავადაზნაურული ოჯახი ფლობდა 500 დესეტინაზე მეტს. ისინი შეადგენდნენ საქართვ. მაღალი წოდების მხოლოდ 2,6%- და საკუთრებაში ჰქონდათ თავადაზნაურთა მთელი მიწის ფონდის 6,8%. ზოგიერთის მამული 10–20 ათას ჰექტარზე მეტ ფართობს შეადგენდა, ამ მიწათმფლობელთა საკმაო ნაწილმა მსხვილი, რაციონალური მეურნეობა შექმნა. ქართვ. თ. გაცილებით წარმატებით და ეფექტიანად საქმიანობდა როგორც წოდებრივი კორპორაცია და კოლექტიური მესაკუთრე. თბილ. და ქუთ. თავადაზნაურთა საგუბერნიო საკრებულოები, რ-თა სათავეში წინამძღოლები (მარშლები) იდგნენ, დიდხანს მხოლოდ წოდებრივი საქმეების გარჩევით იყვნენ დაკავებული. ისინი ასრულებდნენ შუამავლის როლს თსა და მთავრობას შორის. გარდატეხა მოხდა XIX–XX სს. მიჯნაზე. თავადაზნაურთა წოდებრივწარმომადგენლობითმა ორგანიზაციებმა (თვითმმართველობები) ხელი მიჰყვეს კულტ.საგანმან. და სამეურნ. საქმეებსაც. რუსეთის მიერ ქართლკახეთის შეერთების 100 წლისთავზე იმპერატორის ბრძანებით თბილ. გუბერნიის თ-ს – მის წოდებრივ ორგანიზაციას – სრულ განკარგულებაში გადაეცა თბილ. საადგილმამულო ბანკის ყოველწლიური სუფთა მოგების 50%. წოდებრივი თვითმმართველობის ხელში გადავიდა აგრეთვე ბანკის საკუთრებაში დარჩენილი არწრუნისეული ქარვასლა, ბანკის სახსრებით აგებული თბოელექტროსადგური და სხვ. 1908თვის აღმ. საქართველოს თავადაზნაურთა საერთო საკუთრებაში არსებული უძრავმოძრავი ქონების ღირებულება თითქმის 2 მლნ. მან. აღწევდა. ყოველწლიური შემოსავლით თავადაზნაურთა წოდებრივი თვითმმართველობა ძირითადად აფინანსებდა კულტ.საგანმან. დაწესებულებებს (სკოლები, წერაკითხვის გამავრცელებელი საზბა, საისტ.საეთნოგრაფიო საზბა, თეატრი და სხვ.), მაგრამ თანდათან მეტ თანხას გამოყოფდა სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებისათვის. 1901 მან შექმნა საადგილმამულო კომისია, რის შუამავლობით თავადაზნაურობამ გლეხებს მიჰყიდა 50 ათ. ჰა მიწა. 1910 ჩამოაყალიბა საქართვ. სოფლის მეურნეობის საზბა, რისთვისაც ყოველწლიურად 17–20 ათ. მანეთს გამოყოფდა. XX ს. 10-იან წლებში აღმ. საქართველოს თავადაზნაურთა წოდებრივი თვითმმართველობა სათავეში ჩაუდგა კახეთის რკინიგზის მშენებლობას, ჩამოყალიბდა კახეთის რკინიგზის სააქციო საზბა, რმაც აიღო კონცესია, შეძლო ამ საქმეში პეტერბურგელი ბანკირების ჩაბმა და მათი მეშვეობით დიდძალი კაპიტალის მობილიზება. თბილისი–თელავის რკინიგზა ამოქმედდა 1915. კახეთის რკინიგზის აქციათა საკონტროლო პაკეტს (51%) მალევე დაეუფლა წოდებრივი თვითმმართველობა, რის წინადადებით სააქციო საზბის დირექტორებად აირჩიეს დ. ჩოლოყაშვილი, რ. ყაზბეგი, ფ. გოგიჩაიშვილი, ზ. ავალიშვილი. თბილ. გუბერნიის თავადაზნაურთა წოდებრივწარმომადგენლობითი თვითმმართველობა, საერობო თვითმმართველობას მოკლებულ საქართველოში, არსებითად ერობის ფუნქციას ასრულებდა. ქუთ. გუბერნიის თავადაზნაურთა წოდებრივი თვითმმართველობა, ამ დონემდე, მართალია, ვერ ამაღლდა, მაგრამ ისიც თანდათან ზრდიდა თავის შემოსავალს და ცდილობდა მეტი თანხა გამოეყო კულტ. და მეურნეობის დაფინანსებისათვის. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ რუს. მთავრობამ გადაწყვიტა ჭიათურაში მოქმედი გერმ. ფირმების ლიკვიდაცია, მისი საზბისა და ქონების გაყიდვა რუს. ქვეშევრდომ მოქალაქეთა ფირმებზე. ამ სარფიან საქმეში ჩარევა სცადეს ქუთაისისა და თბილ. გუბერნიების თ-ის წოდებრივმა ორგანიზაციებმა; განსაკუთრებით აქტიურობდნენ დ. ნიჟარაძე და კ. აფხაზი. პირველი მათგანის ხელმძღვანელობით ქუთაისის თის კრებამ მიიღო დადგენილება, აღეძრათ შუამდგომლობა უმაღლ. მთავრობის წინაშე გერმ. ფირმათა საბადოსაწარმოების შესყიდვის თაობაზე, თანაც ეზრუნათ საკრედიტო დაწესებულებებიდან გრძელვადიანი კრედიტის აღებაზე. თუ თბილ. გუბერნიის თ. შეუერთდებოდა შუამდგომლობას, მაშინ ამ დიდ საქმეს საერთო ძალით მოიყვანდნენ სისრულეში. გაერთიანებული ღონისძიების გატარება ვერ მოხერხდა – კ. აფხაზი დამოუკიდებლად მოქმედებდა. მან რუს. სავაჭროსამრეწველო ბანკთან გააფორმა ხელშეკრულება (1916 წ. 28 დეკემბერი) გერმანელთა საწარმოების ერთად შეძენის თაობაზე. საქმე გაჭიანურდა. ამასობაში მოხდა ბურჟ.დემოკრ. რევოლუცია, რუს. დროებითი მთავრობა იძულებული გახდა თავადაზნაურული პრივილეგიებისა და მათი წოდებრივი ორგანიზაციების გაუქმების საკითხი დაესვა. საფრთხის ქვეშ დადგა ქართვ. თავადაზნაურობის თითქმის 20 მლნ. მანეთად შეფასებული უძრავმოძრავი ქონება. 1917 წ. 16 ოქტ. თბილ. გუბერნიის თავადაზნაურთა კრებამ დაადგინა: წოდებრივი თვითმმართველობის ბალანსზე არსებული უძრავმოძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა ქართვ. ერისათვის, მისი საჯაროუფლებრივი ორგანოს შექმნის შემდეგ. სწორედ ამ დადგენილებამ დააჩქარა საქართვ. პირველი ეროვნ. ყრილობის მოწვევა, რმაც 1917 წ. 23 ნოემბერს აირჩია ეროვნ. საბჭო. იგი მალევე გადაიქცა დამოუკიდებელი საქართვ. პარლამენტად, რმაც მადლიერებით მიიღო თის ქონება და იგი ეროვნ. სახელმწ. მშენებლობისათვის გამოიყენა. 1918–19 დამოუკიდებელი საქართვ. ხელისუფლებამ გაატარა აგრარული რეფორმა. თს ჩამოერთვა მიწაწყლის სამი მეოთხედი, ტყე და საძოვარი ეროვნ. სახელმწ. საკუთრებად გამოცხადდა, სახნავსათესი მცირემიწიან გლეხობაზე განაწილდა. სოც. ანტაგონიზმის აღმოფხვრისა და ეროვნ. ერთიანობის იდეით გამსჭვალულმა ქართველმა თ-მ უპროტესტოდ დათმო მიწა, წოდებრივი პრივილეგიები და აქტიურად ჩაება დემოკრ. სახელმწიფოს მშენებლობაში, მაგრამ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ კომუნისტურმა ხელისუფლებამ ქართველ თს უკანასკნელი სარჩოსაბადებელი ჩამოართვა და ზოგი ფიზიკურადაც გაანადგურა. ასე დასრულდა დიდი ხნის განმავლობაში თითქმის ყოვლისშემძლე წოდება-კლასის არსებობა. ლიტ.: აკოფაშვილი გ., ცვლილებები აზნაურთა ფენის მდგომარეობაში XIX ს. პირველი ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოში, {მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის}, 1960, ნაკვ. 33; ბერძენიშვილი ნ., საქართველო XIX ს. პირველ მეოთხედში, მის წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. 2, თბ., 1965; გოგოლაძე დ., საქართველოს სოციალურეკონომიკური განვითარება გვიანფეოდალურ ხანაში (საადგილმამულო ურთიერთობა). 1800–1864 წწ., თბ., 1971; დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1957; კიკვიძე ა., საქართველოს ისტორია (XIX საუკუნე), თბ., 1954; ხანთაძე შ., სოციალური ბრძოლის ეპიზოდი გვიანფეოდალურ საქართველოში, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1959, ტ. XXB. ა. ბენდიანიშვილი. დ. გოგოლაძე.