თავადი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავადი, ფეოდალური კლასის ზედაფენის წარმომადგენელი XV– XVIII სს. საქართველოში, აზნაურთაგან განსხვავებული ცალკე წოდება. XV სმდე ფეოდალთა კლასის წარმომადგენელთა საერთო სახელი ''აზნაური'' იყო. აზნაურთა ზედა ფენას დიდებული აზნაურები (დიდებულები), ხოლო ქვედა ფენას აზნაურები შეადგენდნენ. თ. წარმოდგება სიტყვა `თავისაგან” და ნიშნავს უფროსს. XI–XV სს. ქართ. წყაროებში გვხდება გამოთქმები: `თავადნი კაცნი”, `თავადნი სამეფოსანი”, `თავადი სპათა”, `ვაჭართა თავადი” და სხვ. ამ შემთხვევაში თ. უფროსს, თავკაცს ნიშნავს. იმავე დროს თ. დიდებულის სახლის უფროსსაც უნდა რქმეოდა. თ-თა წოდების წარმოშობა დაკავშირებულია ქვეყნის ეკონ. დაქვეითებასა და პოლიტ. დაქუცმაცებულობასთან, რის შედეგადაც საადგილმამულო ურთიერთობაში დიდი ცვლილება მოხდა, სახელმწ. ტერიტ. და ადმ. ერთეულები მეფემთავრებისა და მსხვილი ფეოდალების მამულებად იქცა, შეუვალობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა და გაღრმავდა, წინ წამოიწია კერძოუფლებრივმა საწყისმა. თ. დიდებულის სოც. მემკვიდრეა. ზოგიერთი ფეოდ. გვარი, რ-იც XV სმ-დე დიდებული იყო, XV ს-იდან თად იწოდება. XV ს. შემდგომ წყაროებში თ. და დიდებული ზოგჯერ ერთსა და იმავეს ნიშნავდა. თები საქართვ. მეფემთავართა, დედოფალთა და ბატონიშვილთა ვასალები იყვნენ. თავის მხრივ, მათ ვასალებად ჰყავდათ აზნაურები. თ-ის სამფლობელო – სათავადო, შედგებოდა ნაწყალობევი, ნასყიდი და სხვ. სახის ყმამამულისაგან, რ-იც თ-ს `სამემკვიდროდ, სამამულედ, უცილობლად და Hელშეუვალად” ჰქონდა გასხვისების უფლებითა და იმუნიტეტით. თ-ის წოდებრივი უფლებები ვრცელდებოდა თავისი სახლის ყველა წევრზე და მემკვიდრეობით გადადიოდა. მეფეს ბეითალმანის უფლება ჰქონდა – ამოწყვეტილ თავადთა მამული მეფის საკუთრებაში გადადიოდა. ყოველ ახ. მეფეს თავადის სამფლობელოს განახლების უფლება ჰქონდა, თუმცა გვიანდ. შუა საუკუნეებში წყალობის განახლებას ფორმალური ხასიათი მიეცა. XVI–XVII სსში, როცა ცენტრ. ხელისუფლება სუსტი იყო, მნიშვნელოვნად გაიზარდა თების ეკონ. და პოლიტ. ძლიერება, სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ. ხშირად ისინი მეფისაგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდნენ, აწყობდნენ შეთქმულებებს და ზოგჯერ პირადი სარგებლობისათვის უცხოელ დამპყრობლებსაც კი ემხრობოდნენ. ზოგი თ. (არაგვის, ქსნისა და რაჭის ერისთავები, აბაშიძეები და სხვ.) ისე გაძლიერდა, რომ თითქმის მთავრის უფლებები მოიპოვა. თებმა სამემკვიდრეოდ დაიჩემეს დიდი თანამდებობები (სახლთუხუცესი, მდივანბეგი, სარდალი, მოურავი და სხვ.), რაც ფეოდ. რენტის მიღების ერთერთი წყარო იყო. თ. ადმ. საგადასახადო და სასამართლო შეუვალობით სარგებლობდა. ადმ. შეუვალობა იმაში გამოიხატებოდა, რომ, ჩვეულებრივ, სათავადოში ცენტრ. ხელისუფლების მოხელეები ვერ შედიოდნენ. თ-ის სასახლისა და მამულის მართვაგამგეობა სამეფო კარის მიბაძვით იყო მოწყობილი. თ-ის მოხელეები იყვნენ: სახლთუხუცესი, ბოქაულთუხუცესი, მეჯინიბეთუხუცესი, ზინდართუხუცესი, მოურავი, ნაცვალი, ბოქაული, იასაული, მდივანი და სხვ. თ. მოხელეებად თავისსავე აზნაურებსა და მსახურებს ნიშნავდა. მას აზნაურებისა და მსახურებისაგან შემდგარი სამხ. და საპოლიციო რაზმები ჰყავდა, რთა საშუალებით, ერთი მხრივ, სამეფო ლაშქარში გამოდიოდა, მეორე მხრივ კი, მორჩილებაში ჰყავდა გლეხობა. მეფემთავრებისადმი თის და მისი ყმამამულის მთავარი მოვალეობა ლაშქარნადირობა იყო. გარდა ამისა, თ-ის მამულს ედო `სახელმწიფო კოდის პური”, საური, საბალახე და სხვ. ზოგიერთი თის ყმაგლეხობა ერთი ან ორი სახის გადასახადს იხდიდა, ზოგჯერ თის ყმების მხოლოდ ერთი ნაწილი იხდიდა სახელმწ. გადასახადს, ზოგი კი სულ თავისუფლდებოდა ყოველგვარი სახელმწ. გადასახდისაგან. განსაკუთრებით გაფართოვდა საგადასახადო შეუვალობა XVII ს. საქართველოში. თის სასამართლო შეუვალობა, კანონის თანახმად, სამოქ. საქმეებით იფარგლებოდა. მაგრამ რთული საგარეო პოლიტ. მდგომარეობის და ცენტრ. ხელისუფლების სისუსტის ვითარებაში სახელმწ. ნორმა ირღვეოდა, თ-ები თვითნებობდნენ, ხშირად `დამნაშავე” გლეხებს ახეიბრებდნენ, ზოგჯერ კლავდნენ კიდეც ან ოსმალებსა და ირანელებზე ყიდდნენ. გლეხების გაყიდვა განსაკუთრებით ხშირი იყო დას. საქართველოში, თების სისასტიკე იწვევდა გლეხთა მღელვარებას და ურთიერთწინააღმდეგობის გამწვავებას. თ-ის სახლს ჰქონდა მეფისაგან ნაბოძები `სახლისკაცობის რიგი და წესი”, რშიც ჩამოყალიბებული იყო სახლის უფროსისა და სხვა წევრების უფლებამოვალეობანი, ყმამა-მულის მოვლის წესი, შემოსავლის განაწილების რიგი და სხვ. თ-ის სახლს თავისი `უფროსი და ბატონი” ჰყავდა, რსაც მეფე ნიშნავდა `სახლისკაცების ნებაყოფლობით”, თუმცა ხშირად იძულებული იყო სახლისკაცების მიერ არჩეულ ან თავისით `დამჯდარი” სახლის უფროსი ეღიარებინა. ეს იყო სიუზერენის მიერ ვასალის შეწყალებადალოცვის წესის გადმონაშთი. სახლის უფროსს თ. ეწოდებოდა, ხოლო სახლისკაცებს – თავადიშვილები. სახლის უფროსი იყო უზენაესი გამგებელი სათავადოში. მას ევალებოდა თ. მამულის მართვაგამგეობა, ურთიერთობა მეფესთან, მეზობელ თებთან და სხვ. სახლის უფროსი სოც. და ეკონ. მდგომარეობით თავადიშვილზე მაღლა იდგა. მისი სისხლი ორჯერ მეტად იყო შეფასებული, ვიდრე სახლისკაცისა. ყმამა-მულის შემოსავლიდან ორი წილი მიჰქონდა სახლის უფროსს, თითო – სახლისკაცებს. თ-ის სახლში ხშირად იყო ბრძოლა სახლის უფროსობისა და შემოსავლის წილისათვის. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის მიხედვით (იხ. სტ. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული), საქართველოში თ-თა 3 კატეგორია იყო: 1. დიდებული თ., 2. შუა თ.; 3. დაბალი თ., ანუ მესამე თ. პირველი კატეგორიის თის სისხლი – 1536, მეორისა – 768, ხოლო მესამისა – 384 თუმნად იყო შეფასებული. ქართლში 6 დიდებული თ. იყო (არაგვისა და ქსნის ერისთავები, ბარათაშვილი, ამილახვარი, მუხრანბატონი და ციციშვილი), იმერეთში XVII ს. შუა წლებისათვის – 10 (აბაშიძე, რაჭის ერისთავი, წერეთელი, წულუკიძე და სხვ.); კახეთის დიდებული თები იყვნენ: ჩოლოყაშვილები, ვაჩნაძეები, ჯანდიერები და სხვ. დიდებული თ-ები აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის მართვაგამგეობაში და დიდ გავლენას ახდენდნენ სახელმწ. საქმეებზე, ხშირად მეფის წინააღმდეგაც გამოდიოდნენ. XVIII ს. II ნახევარში ერეკლე II-მ სცადა შეეზღუდა თ-ების თვითნებობა და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია: გააუქმა არაგვისა და ქსნის საერისთავოები, ამილახვართა მამულის ნაწილი ნასისხლად აიღო თავისთვის, რამდენადმე აღადგინა `ბატონყმური რიგი”, შეზღუდა ცალკეულ თ-თა შეუვალობა. ანალოგიური ღონისძიებების გატარებას ცდილობდა XVIII ს. შუა წლებში დას. საქართველოში სოლომონ I. მან გაანადგურა რაჭის ერისთავი და ზოგიერთი სხვა მოღალატე თ., აბაშიძეებს ჩამოართვა მამულის ნაწილი და სამეფო მამულს შეუერთა და სხვ. აღნიშნულმა ღონისძიებებმა რამდენადმე გააძლიერა ცენტრ. ხელისუფლება როგორც ქართლ-კახეთში, ისე იმერეთში. XIX სში, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, ცვლილებები მოხდა თ-თა წოდებაშიც. მნიშვნელოვნად შეიზღუდა თების შეუვალობა, მათ დაკარგეს პოლიტ. უფლებები. თ-ების ვასალობიდან განთავისუფლდნენ აზნაურები, ორგანიზაციულად გაფორმდა თავადაზნაურთა წოდება (იხ. აგრეთვე სტ. თავადაზნაურობა). ლიტ.; ასათიანი ნ., საადგილმამულო ურთიერთობისა და სათავადოების არსებობის საკითხისათვის XVI–XVIII სს. კახეთის სამეფოში, «თსუ შრომები», 1959, ტ. 77; ბერძენიშვილი ნ., Очерк из истории развития феодальных отношений в Грузии (XIII–XVI вв.), მის წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955; სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურპოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), [ტ.] 3, თბ., 1990; ქიქოძე მ., ქართლის სათავადოების ისტორიიდან XV–XVIII სს. (საამილახორო), {მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის}, 1963, ნაკვ. 35; ჯამბურია გ., სათავადოთა საკითხისათვის, კრ.: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1970; მისივე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სომხით საბარათიანოს სათავადოები), თბ., 1955. გ. ჯამბურია.