თავართქილაძე კუკური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კ თავართქილაძე.jpg

თავართქილაძე კუკური ანდროს ძე (დ. 17. XII. 1932, სოფ. ვაკიჯვარი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ფიზიკოსი, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი (2009). ფიზიკამათ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1989). 1955 დაამთავრა თსუის ფიზიკის ფაკტი. 1956–71 მუშაობდა თბილ. ჰიდრომეტეოროლ. სამეცნ.კვლ. ინტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1971 მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრ. ინტში კლიმ. ცვლილების ლაბორატორიის გამგედ, 1979 აქვე ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა კლიმატოლოგიისა და ბუნებრივი პროცესების მათ. მოდელირების განყბას; ამჟამად ინტის მთ. მეცნიერი თანამშრომელია. თის სამეცნ. შრომები ეხება კლიმ. ცვლილების, ატმოსფეროს გაჭუჭყიანებისა და რადიაციული გამოკვლევების სამეცნ. მიმართულებებს. თმ ერთერთმა პირველმა შექმნა ატმოსფეროს გაჭუჭყიანების განსაზღვრის დისტანციური მეთოდი, გამოიკვლია თავისუფალი ატმოსფეროს თერმული სტრატიფიკაციის გავლენა სეტყვის წარმოქმნის პროცესზე. შექმნა ხელსაწყო `ნიადაგის ზედაპირის ტემპერატურის თერმოელექტრული თვითმწერი”, რიც დანერგილი იყო საბჭ. კავშირის ჰიდრომეტეოროლოგიურ ქსელში. თ. 1980–91 იყო საკავშ. მეცნ. აკად. რადიაციის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი, 2005იდან არის აშშის ბიბლიოგრ. ინტის სამეცნ. საბჭოს საზღვარგარეთელი წევრი. დაჯილდოებულია `ამერიკის ღირსების მედლით” (2002). ბოლო წლებში გამოქვეყნებული საქართვ. ჰავის ცვლილების ამსახველი სამეცნ. შრომათა ციკლისათვის მიენიჭა საქართვ. ეროვნ. პრემია.